Digest Logo

„სიკეთის, სიყვარულის, თავმდაბლობის მაგალითი და მქადაგებელი... ფასდაუდებელია მისი ღვაწლი“ - სპორტსმენები ილია მეორის გარდაცვალებაზე

1773827573
სპორტსმენები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას გარდა ცნობილი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა, სოციალურ ქსელში სპორტსმენები გამოეხმაურნენ.

დაიჯესტი“ გთავაზობთ პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილ რამდენიმე „სქრინს“:

„უმძიმესი დღეა!

გარდაიცვალა ჩვენი ერის სულიერი მამა და წინამძღოლი.

სიკეთის, სიყვარულის, თავმდაბლობის მაგალითი და მქადაგებელი. ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს.

ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე. მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო და უნეტარესო“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია. 

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.

მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ხოლო ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება.

 ასევე დაგაინტერესებთ: 

„დღეს ყველა ქართველი ჭირისუფალია, მადლობა ყველაფრისთვის“ - როგორ გამოეხმაურნენ ცნობილები ილია მეორე მეორის გარდაცვალებას

„იყო ჩვენი კოლექტიური მეხსიერების სიმშვიდე, წერტილი, საითკენაც ყველაზე დიდი ქარიშხლების დროსაც კი გაუცნობიერებლად ვიხედებოდით“ - ბაჩო ოდიშარია

🎥 „ბორისოვს გადასცა 10 000 დოლარი - თუ შეიძლება, ეს თანხა, გარდაცვლილების დასაკრძალად და მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო“ - მოგონებები აგვისტოს ომზე