Digest Logo

„Pink Floyd-იდან გოგი დოლიძემდე, ორივე ღრმა ბავშვობიდან მღერის“ - ნახეთ, როგორ იხსენებს ოთო ნემსაძის დედა შვილის მუსიკალურ ბავშვობას

1778139017
ოთო ნემსაძის დედა

მომღერალ ოთო ნემსაძის სოლო კონცერტის შემდეგ, მისმა დედამ, მაია ნემსაძემ, სოციალურ ქსელში ემოციური მოგონებები გააზიარა. ის იხსენებს, რომ მუსიკა მათი ცხოვრების ნაწილი ჯერ კიდევ „მანეჟიდან“ გახდა. მაიას თქმით, ოთომ 8 თვის ასაკში გოგი დოლიძის მელოდია აიტაცა, შემდეგ კი ქვაბების თავსახურებით „შეიარაღებულმა“ ოჯახი მუსიკალური ნიჭით განაცვიფრა:

ნახეთ, როგორ იხსენებს ოთო ნემსაძის დედა შვილის მუსიკალურ ბავშვობას

„მინდა გულწრფელი ვიყო, დღემდე ბევრი განსაცდელი გამოგვივლია მე, ოთოს, ბესოს და ბადრის ერთად. ბევრი მწარე თუ ტკბილი მოგონება მახსოვს, შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ორივე ღრმა ბავშვობიდან მღერის. 

რვა თვის ოთო „მანეჟში" იდგა, რომ გოგო დოლიძის სიმღერით მოხიბლულმა „ქართველების ქართველობის" მელოდია წაიღიღინა. თავიდან მეგონა მომესმა, მაგრამ შემდეგ ჯერზე ქვაბების თავსახურებით „შეიარაღებულმა" კვლავ გამაოცა და მას შემდეგ ჩემი იავნანადან გოგის სიმღერებზე გადავიდა. იძინებდა და იღვიძებდა გოგის ნამღერზე. მამამ ბადრი ნემსაძემ კი PINK FLOYD-ის, Deep Purple ს, Led Zeppelin-ის უკვდავ ჰიტებს აზიარა.
ორივეს ვასმენინებდი კლასიკურ მუსიკას, ბლუზსს და ჯაზს.

მახსოვს ერთ-ერთ კონცერტზე 3 წლის ბესომ შემომჩივლა „ვმღელი, მაგრამ ლაპარაკი არ მაქვსო". ასე მივედით ჯეოსტარამდე. დანარჩენი კი მათი შრომის შედეგია.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც მათი ნიჭიერება დააფასა, (არ მინდა ვინმე გამომრჩეს) და გვერდით დაუდგა.
მადლობა ბიჭებო პირველ რიგში ნაღდი ქართველობის და კაცობისთვის და ბოლოს იმ ბედნიერებისთვის რასაც მთელი ცხოვრება გვანიჭებთ“, - წერს მაია ნემსაძე. 

ცნობისთვის, 4 მაისს მარჯანიშვილის თეატრში, ოთო ნემსაძის და ჯგუფი LIMBO -ს სოლო კონცერტი გაიმართა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მე რომ ყველაზე ძალიან გიყვარვარ, ესეც ვუთხრათ ხალხს (ლელას მერე)“ - მაკა ზამბახიძის მილოცვა მამულიჩას

🎥 „წონის დაკლების საიდუმლოებები, რომლებზეც არავინ საუბრობს“ - რას გვირჩევს არუნ ხათრი  

🎥 „მოდი დავასრულოთ, ჩემთვის მართლა უსიამოვნოა მსგავსი ტიპის ინტერვიუ“ - რატომ გაღიზიანდა ნინო ჩხეიძე პოდკასტის ჩაწერის დროს