Digest Logo

„პირადში ყველას ვეღარ გიპასუხებთ, ამიტომ გპასუხობთ საჯაროდ“ - ბესო ჩუბინიძე მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

1654503387
მერაბ სეფაშვილი

მომღერალი მერაბ სეფაშვილი ფილტვების ანთებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ინფორმაცია მისმა პროდიუსერმა გია გოგორიშვილმა დაადასტურა.

აღნიშნული მიზეზის გამო, მომღერალს დაგეგმილი კონცერტების გადადება მოუწია. მერაბ სეფაშვილი კონცერტებს გამოჯანმრთელების შემდეგ ჩაატარებს. 

მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი მეგობარი ბესო ჩუბინიძე წერს და ამბობს, რომ მერაბი თავს კარგად გრძნობს.

„პირადში ყველას ვეღარ გიპასუხებთ, ბოდიშს გიხდით, ამიტომ გპასუხობთ საჯაროდ.

მერაბს არ აქვს კოვიდი, აქვს ფილტვების ანთება და დაბალი სატურაცია, ამ მიზეზითაა გადაყვანილი კლინიკაში და არა რაღაც - ბუზისგან სპილოდ გადაქცეული მიზეზებით, ვახ!!!

ვესაუბრე 5 წუთის წინ და მხნედაა, მერაბისეულადაა და გადის მკურნალობის კურსს...

ნუ ავრცელებთ ჭორებს, არც ჟანგბადის აპარატზე არაა მიერთებული და არც დიზელზე ან ბენზინზე.

არის დამატებითი ჟანგბადის მიწოდების ფორმატში....

მალე გამოჯანმრთელება ჩვენს ძმას“, - წერს ბესო ჩუბინიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 შოკის მომგვრელი კადრები, რომელიც სათვალთვალო კამერამ თბილისში დააფიქსირა

🔵„ქართული პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება... ბევრი დატოვებს პარლამენტს“ - ლელა კაკულია

🔵„არავინ იფიქრებდა ილია ელოშვილის ასე მოულოდნელ გარდაცვალებას. უკანასკნელად ვნახეთ მე და ცოტნემ 2018 წელს“ - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია