Digest Logo

🎥 „პირობა მივეცი საკუთარ თავს, არ გადავიღებ არაფერს, იმდენი პროფესიონალი იღებდა, მაგრამ...“ - რას წერს ეკა ხოფერია ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილეზე?

1784704990
ეკა ხოფერია

ნანი ბრეგვაძე, ქართული სცენის უბერებელი ლეგენდა და მეოცე საუკუნის საესტრადო მუსიკის სიმბოლო, 21 ივლისს იუბილარი იყო.

იგი 90 წლის გახდა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა, რასაც უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.

სტუმრებს შორის იყო ეკა ხოფერია, რომელიც კონცერტზე მიღებულ შთაბეჭდილებებზე სოციალურ ქსელში წერს:

„ნანი 90.

პირობა მივეცი საკუთარ თავს, არ გადავიღებ არაფერს, იმდენი პროფესიონალი იღებდა კონცერტს...

მოვუსმენ, ბოლომდე შევიგრძნობ ამ სიამოვნებას...

ასეც იყო ლამის მთელი კონცერტი, მაგრამ მაინც ხომ ვერ ითმენ, მაინც ხომ გსურს, რომ ეს უდიდესი ემოციები გაუზიარო ადამიანებს და უთხრა მადლობა, მადლობა ყველა ორგანიზატორს, მონაწილეს, ყველა სტუმარს, მუსიკოსს, ეკას, ნატალიას და ჩვენს უსაყვარლეს ნანის დღევანდელი საღამოსთვის.

გვიყვარხართ და ეს რა ბედნიერებაა, თქვენ რომ გვყავხართ მთელ საქართველოს“, - წერს ეკა ხოფერია. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

„რითმა თავში არ მომსვლია ისე დავბერდი და ლექსებს ვწერ...“ - როგორი ბებიაა ლაურა რეხვიაშვილი

„იმ გოიმ კომუნისტებს ფორმატი ჰქონდათ...“ - რას ჰყვება ლაურა რეხვიაშვილი „სიყვარული ყველას უნდა“-ს გადაღებების კადრსმიღმა დეტალებზე

„არახელსაყრელია მკურნალობის, სწავლისა და მშენებლობის დაწყება...“ - 22 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით