მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს.
იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით.
ამჯერად ნუკი კოშკელიშვილი აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს, საიდანაც ირკვევა, რომ მისი ვაჟი, ოლივერი სკოლის მოსწავლე გახდა.
„პირველ კლასშია! ჰა? მე მეტირება? რა სისულელეა, თქვენ გეტირებათ!“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
ოჯახურმა კადრებმა საზოგადოების თბილი კომენტარები და მილოცვები დაიმსახურა:
„ჩემი დილა იწყება და საღამო მთავრდება შენი და ბენის სთორებით. ძალიან მიყვარხართ. წარმატებები ოვის ცხოვრების ახალ ეტაპზე“,
„რა საყვარელია ოვი. წარმატებები“,
„უფროსი რომ მივიყვანე 2 წლის წინ იმდენი ვიტირე. ახლა წელს მიმყავს ტყუპები და ვნახოთ. წარმატებები ვაჟკაცს“, - წერენ სოციალურ ქსელში.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დინამოს ექიმი ფოკუზნიკ...“ - Geo Team-ი დავით ხარაბაძის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს
⭕„გასეირნება ბათუმში...“ - თიკა ფაცაცია ოჯახურ კადრებს გვიზიარებს