Digest Logo

„ქარის ფაქტორი იყო, კლდესთან ახლოს იყვნენ, ქარმა რომ დაუბერა, შეატრიალა შვეულმფრენი და კუდით დაეჯახა კლდეს. დაიწყო ბზრიალი, ამ დროს შეეცადა გაჩერებას“ - პილოტი გუდაურის ტრაგედიაზე

1659162178
პილოტი შამილ ქორთოშიძე

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის მიზეზად პილოტი შამილ ქორთოშიძე ქარის ფაქტორს ასახელებს. მისი თქმით, ტექნიკა გამართული, ეკიპაჟი კი გამოცდილი იყო, თუმცა სამოქმედო არეალი პატარა ჰქონდათ.

„ქარის ფაქტორი იყო, ტექნიკა გამართული იყო, ეკიპაჟი საკმაოდ გამოცდილი. ალბათ ქარის ფაქტორი, სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც იყვნენ არეალი იყო პატარა, სადაც შეზღუდული ჰქონდა არეალი შვეულმფრენს. სადაც ჩავარდნილი იყო პარაპლანისტი, ამის თავზე დაეკიდნენ და კლდესთან ახლოს იყვნენ. როდესაც უნდა დაეწყოთ სამაშველო ოპერაცია, ჩემი აზრით, ამ დროს შეიცვალა ქარის მიმართულება, ქარმა რომ დაუბერა, შეატრიალა შვეულმფრენი და კუდით დაეჯახა კლდეს. შეჯახების შემდეგ ინერციით გადმოაგდო უკან კუდის მხარე, დაიწყო ბზრიალი, ამ დროს შეეცადა შვეულფრენის გაჩერებას, დაზიანებული რომ იყო უკვე კუდი, გადატყდა კუდი და გახდა უმართავი.

ზაზა ლორიას 32 წლის გამოცდილება ჰქონდა ფრენის და სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობდა. ეკიპაჟის შეცდომასაც ვერ დავარქმევთ და ვერც ტექნიკის გაუმართაობას. ჩვენს რეგიონში, ჩვენს პირობებში ანალოგი არ გააჩნია, ძლიერი ვერტმფრენია, გამორიცხულია სიძველე ან რესურსის უქონლობა. ყველა აგრეგატის რესურსის ათვლა მიდის ცალ-ცალკე გამორიცხულია გაუმართავი ყოფილიყო. ზაზა ლორია არა მხოლოდ ეკიპაჟის მეთაური იყო, სამმართველოს უფროსის მოადგილე ფრენების დარგში, დიდი გამოცდილება ჰქონდა ზაზას”, – ამბობს გარდაცვლილი მფრინავების კოლეგა და დასძენს, რომ ზუსტ მიზეზებს კომისია დაადგენს.

„შეიქმნება კომისია, და გამოიძიებს ყველაფერს. არსებობს შავი ყუთი, სადაც იწერება შვეულმფრენის ეკიპაჟის წევრების ერთმანეთთან ლაპარაკი და იქიდან გაირკვევა. სანამ კომისია არ დაასრულებს მუშაობას, ვერავინ იტყვის ზუსტ ინფორმაციას“.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ბავშვობაში მფრინავი მინდოდა გამოვსულიყავი, დავალებაზე წასვლისას შიში არ მქონია, ადამიანის გადარჩენა სტიმულს მაძლევდა...“ - გუდაურის ტრაგედიას შეწირული პილოტის უცნობი ამბები

🔵„ავიღე ტელეფონი და დავრეკე: ქააძე ხომ არ იყო იქ? სრულიად უცნობი ჩემთვის მაგრამ ნაცნობი მისი პროფესიონალიზმით... აღმოჩნდა, რომ იყო...“ - ანა წერეთელი

🔵„იმედია, ხვდება ის ფოტოგრაფი, სულ რომ არ ყოფილა ქორწილში, არავინ არსად სამუშაოდ არ დაუძახებს?“- ლაშა ბასლანძე