2017 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტროს მედლით – „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა.
მათ შორის ერთ-ერთი პოლკოვნიკი ზაზა ლორია იყო, რომელიც გუშინ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაიცვალა.
2017 წელს თეა პერტაიამ ზაზა ლორიას შესახებ ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:
„ეს პატარა საბაა. ის პოლიციის ვერტმფრენს „ბაბუს“ ეძახის...
მისი ბაბუა შსს-ს გმირი მფრინავია. დღეს იგი გიორგი მღებრიშვილმა მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვა, მისი ოჯახის წევრები ამაყობენ... პატარა საბასთვის კი ბაბუ ადამიანია, რომელიც ყველაზე მაღლა დაფრინავს, რომელიც მას ყველაზე მეტად ანებივრებს, რომელსაც უნდა, რომ ჰგავდეს და რომელიც მისთვის ყველაზე ძლიერია, არწივსაც კი სჯაბნის.
მართლაც, ვერტმფრენი, სახელად „ბაბუ“ ყოველდღე საქართველოს ემსახურება. უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და კიდევ ბევრის იმედია... მაგარი ბაბუა ჰყავს საბას - პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ის 30 წელზე მეტია, ჩვენს ქვეყანას ციდან გადმოჰყურებს. მის რელიეფზე ამოქარგული ყოველი ხაზი და ფერი იცის, მისი ტკივილი და სიხარულიც...
ვერტმფრენი „ბაბუ“ ხვალ ისევ ცაში აფრინდება... “, - წერს თეა პერტაია.
🔵ასევე დაგაინტერესებთ: