სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ.
მომღერალი ნინო ბაშარული სოციალურ ქსელში პატრიარქთან გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს და მასთან პირველ შეხვედრას იხსენებს:
„2012 წელი. შობა.
პირველად შობას ვუმღერე უწმინდესს…
რატომღაც( კარგად ვიცი რატომაც), რკინის გულა გოგომ ცრემლები დავღვარე და ბადრი ვადაჭკორიას მზერას ეს არ გამოჰპარვია…ფოტო გადაიღო ჩემთვის დაუვიწყარი.
მიყვარს ისეთი საქართველო, რომელიც საკუთარ ყოფით და მატერიალურ ამბებს, ზოგი კი მტერსაც და ჭამასაც ივიწყებს და უდიდესი ადამიანის ამ სამყაროდან ზე სამყაროში გასაცილებლად მიიჩქარის .
გააცილეთ პატრიარქი სიყვარულით, რომ მერე არ ინანოთ“, - წერს ნინო ბაშარული.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ
⭕მრევლს სამებაში შესვლა დღესაც შეეძლება - „წირვის დროს დატოვებული იქნება კორიდორი“