Digest Logo

„პირველი დაბადების დღე უშენოდ, დე...“ - ვერაზე მოკლული ახალგაზრდა 18 წლის გახდებოდა

1785577074
მოკლული ბიჭის დედა

2026 წლის, 22 ივლისს, თბილისის ცენტრში, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაღუპული 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლია, რომელიც დღეს, პირველ აგვისტოს სრულწლოვანი გახდებოდა.

დაღუპულ ახალგაზრდას დედა სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს:

„პირველი დაბადების დღე უშენოდ, დე.

ამ ღიმილის გამო, დე??!!

18 წელი, გილოცავ ჩემო სიამაყე“, - წერს თათია ჩირგაძე.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

გზაში დაბადებული ახალი სიცოცხლე - რა მოხდა საგარეჯოში

რომელი ენერგიაა ყველაზე ძლიერი სამყაროში და შემთხვევითია თუ არა „საბედისწერო შეხვედრა“ ჩვენს ცხოვრებაში

რისთვის არის კარგი დღე და რისგან ჯობს თავის შეკავება - ეზოტერიკოსის გაფრთხილება!