
მუსიკოსი ნუცა შანშიაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც კაცობრიობის უძველეს ტექნიკას, ციგუნზე საუბრობს, რომელიც ჩინეთში, პრაქტიკულ არსებობაშია შემონახული.
როგორც მომღერალი ამბობს, ეს ტექნიკა განისაზღვრება შენი გულის რიტმით და სუნთქვის თვლით:
„საინტერესო ტექნიკაა ციგუნის და ის განისაზღვრება შენი გულის რიტმით და სუნთქვის თვლით! ანუ ზოგ ადამიანს, ვინც უხეშად რომ ვთქვათ, არის აჩქარებული ცხოვრებაში, მას ესაჭიროება აუცილებლად ნელი თვლით ვარჯიში და ზოგს ვინც შენელებულია, პირიქით აჩქარებული მოძრაობებით ვარჯიში!
პირველი შეხედვით იოლია, მაგრამ რეალურად ურთულესია საკუთარი არასწორი ცხოვრების რიტმის წინააღმდეგ სვლა, ანუ ესე იგი საჭიროა მოპოვება სწორი ცხოვრების ბალანსის!
კუნგ - ფუ მთავარი მოძრაობა!
ციგუნი უძველესი კაცობრიობის ტექნიკა, რომელიც შემონახულია და პრაქტიკულ არსებობაშია ჩინეთში, მაგრამ ასევე ბევრი რამ ამ უძველესი სწავლებიდან არსებობს ოდითგანვე საიდუმლო ტიბეტში!“, - წერს ნუცა შანშიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია ცოლ-ქმრის ვინაობა, რომლებიც ჭუბერში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ