
ბლოგერი თამარ კვარაცხელია, რომელიც სულის ევოლუციით არის დაკავებული, ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტ სულმა ანათოს ღვთიური სიყვარულის ნათებით. მის მისიაში მოიაზრებს სინათლის სხეულის შექმნას, სინათლის ქალაქი დაარსებას და ოქროს ხანაში გადასვლას.
იგი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც პიროვნული საზღვრების დარღვევაზე საუბრობს:
„პიროვნული საზღვრები არის ადამიანის წარმოდგენა საკუთარ თავზე, თუ როგორ თანაცხოვრობს საკუთარ თავზე წარმოდგენებთან და რამდენად აცნობიერებს მათ.
დარღვეული საზღვრები ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანს არ გააჩნია საკუთარი თავის და სხეულის მოსმენის უნარი, არ იცის რა დროს რას გრძნობს, არ იცის რა სურს და სინამდვილეში რის საჭიროებას განიცდის.
როდესაც საზღვრები ირღვევა, ადამიანი სხვების საჭიროებებს და გრძნობებს საკუთარზე მაღლა აყენებს, ამავე დროს, სხვებისგან საპასუხო ქმედებებეს ელის, ზოგჯერ კი მოითხოვს და თუ ასე არ ხდება, ბრაზდება.
ადამიანი, ვისი საზღვრებიც ირღვევა, ვერ აცნობიერებს, თავად მასაც შეუძლია თავისუფლად დაარღვიოს სხვისი საზღვრები, ის მოითხოვს, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც მას სურს, ამავდროულად, ახასიათებს ყველაფერში სხვების დადანაშაულება, განსაკუთრებით როცა თავად არ შეუძლია ან შეძლო რამე საკითხთან გამკლავება.
რაზე მეტყველებს ეს?
დაბალ თვითშეფასებაზე. საკუთარ თავთან გაუცხოება, უსიყვარულობა. საკუთარი თავის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ბრძოლაა საკუთარ თავთან, რაც ვლინდება ბრძოლაში სხვებთან. მუდამ ბრძოლაში, მუდამ მტკიცებაშია, მუდამ გარჩევაშია....
ადამიანი, რომელიც არ იცის პირადი საზღვრები, ყველაფერზე და ყველაზე პასუხისმგებლობას გრძნობს, მუდმივად განიცდის დანაშაულის გრძნობას იმის გამო, რომ ვერ უმკლავდება ან ყველაფერს სწორად არ აკეთებს. ხშირად იღებს ზედმეტ პასუხისმგებლობას და მერე ნერვიულობს, რომ ვერ ამართლებს. განიცდის, რომ არ იყო ისეთი როგორც უნდა ყოფილიყო, მის წარმოდგენებში ან მისგან მოელოდნენ. ამ დროს, ან ადამიანი იწყებს მთელი პასუხისმგებლობის ისრების სხვებზე გადატანას, დანაშაულებას ან წუწუნებს ცუდ და უზრდელ ადამიანებზე.
დარღვეული საზღვრების მქონე ადამიანი საკუთარ თავს განსხვავებულად აღიქვამს.
ის ფიქრობს და გრძნობს იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობენ ან ამბობენ სხვები მასზე, რადგან მათი დამოკიდებულება მის მიმართ გაცილებით მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე ის, თუ რას გრძნობს თავად საკუთარი თავის მიმართ.
ზოგადად, ასეთი ადამიანის ცხოვრება ერთ კონკრეტულ სფეროზეა ორიენტირებული, როგორიცაა სამსახური ან ურთიერთობები ან სახლი, ამიტომ ეს სფერო გადატვირთულია მოთხოვნილებებით, რადგან არ არის ამ სფეროებში რეალიზებულობა მისი სურვილების შესაბამისად.
დარღვეული საზღვრების მქონე ადამიანს აკლია ნამდვილი სიახლოვე და მიმღებლობა საყვარელი ადამიანებისგან, ამიტომ ამას ეძებს სამსახურში, ურთიერთობებში. რადგან მას აკლია გამოხატვა ან თვითრეალიზაცია, შეუძლია, ამის კომპენსირება და საკუთარი თავის დამკვიდრება მოახდინოს პარტნიორის ხარჯზე.
ასეთ დროს, ადამიანის შფოთვის დონე საკმაოდ მაღალია და მისთვის რთულია გამკლავება, რადგან არ ესმის საკუთარი თავის და საკუთარი საჭიროებები. არ შეუძლია საკუთარი თავის მართვა ან ეშინია საკუთარი ემოციებისა და მდგომარეობების. იმავე მიზეზით, ასეთ ადამიანს ეშინია მარტოობის; მას მუდმივად სჭირდება რაღაც გარეგანი "ხმაური", აღიარება, ნებისმიერი სახით აქტიურობა, რათა შეივსოს ცხოვრება.
ადამიანი, რომელიც არ ცნობს თავის საზღვრებს, ძალიან იმპულსურია, არ ესმის არაფერი რაც საკუთარ თავს შეეხება და რაც მას ამოძრავებს.
განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ ასეთ ადამიანს არ შეუძლია სხვებისთვის უარის თქმა და ძალიან განიცდის ამას, აშინებს არ უარყონ და უარის შემთხვევაში ან როდესაც უარყოფენ ეს მისთვის სრული კრახია და ტრაგედიაა.
ასეთ ადამიანს დისკომფორტისადმი დაბალი ტოლერანტობა აქვს და გადამწყვეტი მოქმედების ნაცვლად, ურჩევნია ტკივილის ატანა და პრობლემის უგულებელყოფა, დუმილი ან გრძნობების ჩახშობა.
ამ ადამიანს კონფლიქტების ან უთანხმოებების პანიკური შიში აქვს; "ოღონდ არ იყოს ბუნტი" - ეს ამავე სერიიდან არის და ყველაფერს აიტანს. აშინებთ როგორც სხვების ხმამაღალი ხმა, ასევე საკუთარი რისხვა, რადგან ეს ტაბუდადებულია, აკრძალულია. მათთვის ეს „ბოროტებას“ უტოლდება . კონფლიქტის დროს, ასეთი ადამიანი ეჭვებში ვარდება, იბნევა და აღარ ესმის, ვინ მართალია და ვინ - არა.
დანაშაულის გრძნობა ასეთი ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივი მდგომარეობაა, ამიტომ გარდა იმისა, რომ ყველასთვის პასუხისმგებელია ყველაფერზე და „აბა კეთილია და რა ქნას“, შეიძლება თავი დამნაშავედაც იგრძნოს... საკუთარი თავი მიაჩნია „ცოდვილად“ და თავს ადანაშაულებს კაცობრიობის ყველა ცოდვაში“, - წერია გავრცელებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ მატჩს გამოტოვებს - მიზეზი ცნობილია
⭕„ახალ პროექტს აქვს პერსპექტივა, მოემზადე საფუძვლიანი მოქმედებისთვის“ - 30 სექტემბრის ენერგიები