
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. 23 წლის ქართველმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.
„კვარამ“ პარიზულ კლუბში 7-ნომრიანი მაისური მოირგო.„პსჟ-მ“ სპორტსმენს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმა.
„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოებსა და ემოციურ ვიდეოს მთელი დღეა აქვეყნებს. ფრანგული კლუბის ადმინი უკვე ქართულადაც ალაპარაკდა. ამჯერად კლუბი გვთავაზობს ხვიჩას მორიგ კადრებს, სადაც იგი ვარჯიშობს:
„პირველი ვარჯიში, როგორც პარიზელი“, - წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.
ქართველი გულშემატკივარი კი ტემპს არ აგდებს. ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიძღვნილ პოსტებს „პსჟ-ს“ ყველა სოციალურ პლატფორმაზე რეკორდული რეაქციები და კომენტარები აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნაყენი, რომელსაც შეუძლია სისხლის მიმოქცევა ხუთ წუთში გააუმჯობესოს - არუნ ხათრის რეკომენდაცია