საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა სოციალურ ქსელში უკვე გააზიარეს ემოციური და ფერადი კადრები. განსაკუთრებული ელფერი ჰქონდა სკოლის დაწყებას მათთვის, ვისი შვილებიც პირველკლასელები გახდნენ და სკოლის კარები პირველად შეაღეს.
ნახეთ, ცნობილები და მათ პირველკლასელი შვილები:
მოდელ თამო ვაშალომიძის ქალიშვილი - სოფია. მას სკოლა პირველ სექტემბერს დაეწყო.

5 შვილის დედამ, ყოფილმა მოდელმა ლიკა შენგელიამ, სკოლის ეზოში უმცროს შვილებთან ერთად გადაღებული თბილი და ღიმილიანი ფოტოები გამოაქვეყნა.

პოპულარულმა მომღერალმა შვილების სასკოლო სამზადისისა და პირველი ზარის ამსახველი ფოტოები გამომწერებს ჯერ კიდევ 1-ელ სექტემბერს გაუზიარა.

მუსიკოსმა გიგი დედალამაზიშვილმა და მისმა მეუღლემ, მარინა კარპიმ, სასწავლო წლის პირველ დღეს შვილები სკოლაში ერთად, საზეიმო განწყობით გააცილეს.

მომღერალ ირაკლი ნოზაძისა და ფსიქოლოგ ია დუდაშვილის ოჯახში დღეს განსაკუთრებული ელფერი ტრიალებს, მათი უფროსი ვაჟი პირველკლასელი გახდა. იამ ამ მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ემოციური ოჯახური კადრები გამომწერებს უკვე გაუზიარა.

ოკეანის გაღმა სასკოლო სეზონი ბევრად ადრე გაიხსნა - ამერიკაში მცხოვრებმა ნუკი კოშკელიშვილმა და მისმა მეუღლემ უფროსი ვაჟი, ოლივერი, სკოლაში უმცროს ძმასთან, პატარა შიოსთან ერთად გააცილეს.

წყარო: mshoblebi.ge