Digest Logo

🎥 „პოლიციას მივარდებოდნენ, შეურაცხყოფებს აყენებდნენ, მერე უკან მიბრუნდებოდნენ კამერებით და უღებდნენ თითქოს პოლიციელები იყვნენ აგრესიულები... 80 წლის იქნებოდა ერთი ქალი, თავზე დაახტნენ 20 კაცი და ლანძღავდნენ, რუსეთის გამოგზავნილიაო“ - რას ჰყვება გოგო, რომელიც ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე მისული, საპროტესტო აქციაზე შემთხვევით მოხვდა?

1734253767
ნაძვის ხე ანტება

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე აქვეყნებს, ვიდეოს სადაც 14 დეკემბერს დაგეგმილ ნაძვის ხის ანთების ცერემონიასა და საპროტესტო აქციაზე მისულ ხალხზე საუბრობს:

„ცოტა ხნის წინ მოვედით რუსთაველის გამზირიდან მე და ჩემი მეგობრები. წესით წავედით ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე, რომ მივედით ჩვენი მოაზრეები ვერ შევამჩნიე. მოვყევით მომიტინგეებს შორის ჩემდა საბედნიეროდ სხვათა შორის. აქ კომენტარებში ხშირად მიწერთ ხოლმე, გამოდი შეხედე როგორი მშვიდობიანი აქციაა, აგრესიულები არ ვართ და ტელევიზიები ყველაფერს ისე აშუქებენ, როგორც თვითონ აწყობთო.

20 წუთზე მეტი ვიდექი ჩემო აქტივისტებო თქვენთან ერთად და ასეთი სატანური აურა არასდროს მიგრძნია. ასეთი გაბოროტებული ხალხი ცხოვრებაში არ მინახავს. ქალი, ბავშვი, კაცი მნიშვნელობა არ აქვს ისე აგრესიულად იყო განწყობილი ერთმანეთის მიმართაც კი. პოლიციას მივარდებოდნენ, შეურაცხყოფებს აყენებდნენ, მერე უკან მიბრუნდებოდნენ და უღებდნენ. მე ყველაფერი გადავიღე. ისე დააფიქსირებდნენ, თითქოს პოლიციელები იყვნენ ჯერ აგრესიულები. ვინც აგრესიულად განწყობილი არ იყო ხვდებოდნენ, რომ მაგათიანი არ იყო და მეც ყურში მისტვენდნენ. 80 წლის იქნებოდა ალბათ ის ქალი, თავზე დაახტნენ 20 კაცი და ლანძღავდნენ. პირბადიან ქალს ერიდეთ და რუსების შემოგზავნილიაო. ეს ქალი კიდევ ძალიან დიპლომატიურად მშვიდქად და წყნარად ამბობდა სათქმელს.

შემდეგ დავინახეთ რომ სპეცრაზმმა გზა გადაკეტა და გადავწყვიტეთ მათთან გადავსულიყავით, ვინც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იყო მოსული. ვერ წარმოიდგენთ ისეთი სიმშვიდე იყო. მათგან ერთ ბილწ სიტყვასაც ვერ გაიგებდით. მთავარმა არხმა გააშუქა, რომ ქართულ ოცნებას ბევრი ხალხი უნდოდა ღონისძიებაზეო და ეგ არ გამოუვიდათო. მთელი რაკურსით მაქვს გადაღებული იქ რა რაოდენობა ხალხი მივედით. იქით მამა შალვასთან იყო ხალხი მისული და მამაომ არ გამოუშვა უბედურება მოხდება. ხალხი შვილებით და შვილიშვილებით იყო გამოსული. აქ კიდე აცხადებენ, რომ ბავშვები არ იყვნენო.

გამოვიდა ჩვენი მთავრობა მიგვითითა და გვთხოვა დაიშალეთო. ბავშვებით კი არა ჭინკებით და ფაშისტებით იყო ნაძვისხის ტერიტორია სავსე. იქ ბავშვს როგორ შევიყვანდით? ჩვენ თქვენ არ გგავართ. ბავშვები იმიტომ გამოგყავთ აქციაზე, რომ არ დაგარბიონ და ქვებს ასროლინებთ. ჩვენ ასე არ ვზრდით ჩვენს შვილებს, რომ ვიღაცას ქვა ესროლონ. როდესაც დავინახეთ საშიშროება თქვენგან, მოგვიწოდეს, დავიშალეთ კიდეც და ამით უბედურება ავირიდეთ თავიდან“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

წესით წავედით ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე - ასეთი გაბოროტებული ხალხი ცხოვრებაში არ მინახავს

@thomageorgian

 

♬ оригинальный звук - ThomA AndronikaShvili

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როდესაც გიორგი ანწუხელიძეს აწამებდნენ და ბოლოჯერ სუნთქავდა, თქვენ მაშინ კონცერტებს აწყობდით „ნაციონალები“... თქვენ იძახით, რომ ნაძვისხე არ უნდა აანთოთ?“ - რას იხსენებს ერთ-ერთი მოქალაქე?

🎥 „ბავშვები სახლში გააბრუნეს... ეშინიათ, რომ გვარამიას დაძახებაზე ვიღაცამ მათ შვილს ზიანი არ მიაყენოს“ - რას ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე

⭕მკლავჭიდში ლევან საგინაშვილმა ჯერი კადორეტი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა