Digest Logo

პრაქტიკული და ზედაპირული რჩევები, როგორ შეაჩეროთ ნეგატიური ფიქრები

1793435336
ნეგატიური ფიქრები

🧠 პრაქტიკული და ზედაპირული რჩევები, თუ როგორ შევაჩეროთ ნეგატიური ფიქრები - ფსიქოლოგ მარიამ მგალობლიშვილისგან:

1️⃣ დაიჭირეთ ფიქრი მომენტშივე: ნეგატიური ფიქრები მაშინ იზრდება და ძლიერდება, როდესაც მათ დაიფიქსირებას (ანუ უშუალოდ პროცესში გააზრებას, რომ თქვენ ახლა ნეგატიური ფიქრები გაქვთ) ვერ ახდენთ. როგორც კი იგრძნობთ, რომ ტვინი მძიმე სცენარებს ატრიალებს, გაჩერდით და თქვით: “ეს მხოლოდ ფიქრია და არა რეალობა“. გაცნობიერება აჩერებს ავტომატურ ჯაჭვს.

2️⃣ შეცვალეთ ფიზიკური მდგომარეობა: კარგად მუშაობს ფიზიკურად გარემოს შეცვლაც. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაიბანეთ სახე ცივი წყლით ან უბრალოდ გადით სხვა ოთახში. ფიზიკური რევერსია ტვინს აფხიზლებს.

3️⃣ ჩაანაცვლეთ ფიქრი: რაკი ტვინს ვაკუუმი არ უყვარს, ფიქრის შეწყვეტის მცდელობის ნაცვლად ჯობს შეცვალეთ შინაგანი სცენარი. მაგალითად: ფრაზა „მე ვერ შევძლებ“ შეცვალეთ შემდეგი ფრაზით: “მე ეტაპობრივად, ნელ ნელა შევძლებ“.

4️⃣ ფოკუსირდით ფაქტებზე და არა შიშებზე: ნეგატიური ფიქრები თითქმის ყოველთვის აგებულია ვარაუდებსა და დაშვებებზე. შიშების უმრავლესობას რეალური მტკიცებულება არ გააჩნია. თუ გააცნობიერებთ რომ რასაც ფიქრებით ეს თქვენი ნეგატიური ვარაუდია და არა გარდაუვალი სცენარი, ტვინს რეალობაში უფრო მარტივად დააბრუნებთ.

5️⃣ შეზღუდეთ მენტალური ტრიგერები: ჩვენი გარემო მუდმივად კვებავს ჩვენს ფიქრებს. შეამცირეთ ტოქსიკური კონტენტი, ნეგატიური ადამიანების გარემოცვა და არასაჭირო ინფორმაციით ტვინის ავსება. დაიცავით საკუთარი გონება ყველაფრისგან, რაც თქვენში ნგრევას იწვევს.

6️⃣ დაუწესეთ დროის ლიმიტი: თუ ნეგატიურ ფიქრებს აჰყვებით, შეიძლება პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდეს. სიტუაციაში სადაც რეალური პრობლემის წინაშე დგახართ, ჯობს მისცეთ საკუთარ თავს “კანონიერი” 15 წუთი ფიქრისთვის და ანალიზისთვის, შემდეგ კი გადადით კონკრეტულ მოქმედებაზე. ფიქრი პრობლემას ვერ აგვარებს პრობლემას წყვეტს მოქმედება.

7️⃣ სუნთქვა: როცა გონება პანიკაშია, სხეულიც იძაბება. სუნთქვის კონტროლი ყველაზე სწრაფი გზაა ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. გააკეთეთ რამდენიმე ღრმა ამოსუნთქვა ისე, რომ ამოსუნთქვა ორჯერ უფრო გრძელი იყოს, ვიდრე ჩასუნთქვა (მაგალითად: 4 წამი ჩასუნთქვა, 8 წამი ამოსუნთქვა). ღრმა სუნთქვა ფიზიოლოგიურად აგზავნის ტვინში სიგნალს, რომ საფრთხე არ არსებობს.

🧠უნდა გვახსოვდეს, რომ ნეგატიური აზრები და ფიქრები ადამიანის ფსიქიკური რეალობის ბუნებრივი ნაწილია და მათი მოსვლა საგანგაშო ნამდვილად არ არის. გადამწყვეტი ნაკლებადაა რა შემოიჭრება ჩვენს გონებაში ავტოპილოტით, უფრო მნიშვნელოვანია როგორ ვინარჩუნებთ პაუზას, საით მიგვყავს ეს ფიქრი და რას ვუზამთ მას შემდეგ, რაც ის გაცნობიერდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ნინი ბადურაშვილი ქალიშვილთან ერთად შვედეთში მოგზაურობს - დედა-შვილი სტოკჰოლმში პოზირებს

⭕თაკო მეგრელიძე ილია სულამანიძესთან ერთად პოზირებს - ახალდაქორწინებული წყვილის უახლესი ფოტოები

⭕„ფინანსური ენერგიის გასაძლიერებლად შეგიძლიათ ფრინველებს საკვები დაუყაროთ“ - თაკო მელიქიშვილი 31 ოქტომბრის ენერგიებზე

✕