Digest Logo

„ქალის გასვენება იყო, იქ მოხდა ეს ამბავი... ადრე შელაპარაკება ჰქონდათ ძაღლზე, დამუქრებია მოგკლავო“ - „დაიჯესტმა“ ადიგენში მომხდარი მკვლელობის დეტალები გაარკვია

1752762193
ადიგენიადიგენი

ადიგენში, სოფელ ფხეროში 34 წლის კაცი მეზობელმა მოკლა. 

ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. 

მომხდარის შესახებ „დაიჯესტი“ ადგილობრივებს ესაუბრა, რომლებიც ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილს და დაღუპულს კარგი ურთიერთობა არ ჰქონიათ, მათ წარსულში ძაღლთან დაკავშირებული კონფლიქტი ჰქონდათ:

„ერთი ქალის გასვენება იყო, იქ მოხდა ეს ამბავი, დანით მოკლა, გულში ჩაარჭო. 

ადრე შელაპარაკება ჰქონდათ ძაღლზე, დამუქრებია მოგკლავ ერთხელო.

სავარაუდოდ დაგეგმილი ჰქონდა, ძალიან დიდი დანა ჰქონია წაღებული, თან კარგად გალესილი“, - ამბობს ადგილობრივი „დაიჯესტთან“ საუბრისას.

„მოკლული ძალიან კარგი ბიჭი იყო, პატიოსანი, კეთილი. მკვლელთან თითქმის არავის ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ფსიქიკურადაც მგონი არ იყო კარგად“, - გვითხრა კიდევ ერთმა მცხოვრებმა. 

ცნობისთვის, მომხდარ ფაქტზე შსს-მ განცხადება გაავრცელა: 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 ივლისს, ადიგენის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ჯ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ი.მ. ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„საოცარი შემთხვევა იყო, რადგან სამყარომ ისეთ ადგილებში წამიყვანა, რომელზედაც ჰიუგო მიყვებოდა ბავშვობაში“ - რას წერს ხატია ბედოშვილი

„ვგიჟდები ამ გოგოზე, ძალიან მაგარო...“ - ლიზა ყენია გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ზაფხულის ბოლოს მკვეთრი ცვლილებები ელოდება