Digest Logo

„ქალიშვილობა მედიცინაში არ არსებობს და არც არის დამოკიდებული ჰიმენის, ე.წ. აპკის მდგომარეობაზე“ - რას წერს ექიმი

1783878071
ქალიშვილობის ინსტიტუტი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:

„დავამსხვრიოთ ცხელი და ემოციურად დანაღმული მითები:

1. ქალიშვილობა მედიცინაში არ არსებობს და არც არის დამოკიდებული ჰიმენის, ე.წ. აპკის მდგომარეობაზე.
ეს არის უბრალოდ ქალების ჩაგვრის და კონტროლის ერთ-ერთი უღირსი, მდაბიო მექანიზმი, მეტი არაფერი!

2. აბორტის შესახებ გადაწყვეტილებას პირველ რიგში უნდა იღებდეს ქალი, რადგან ეს ეხება, კაცისგან განსხვავებით, ქალის სხეულს და მის მთელ დანარჩენ ცხოვრებას.

3. რამდენჯერმე და არასდროს დაქორწინებული ქალი იმავენაირად ნორმალური, "პატიოსანი" და ჯანმრთელია, როგორც კლასიკურად ერთხელ "გათხოვილი" ქალი.

4. ჰომოსექსუალური ორიენტაცია არსებობს დაახლოებით 450 ცოცხალ არსებაში, ჰომოფობია - მხოლოდ ადამიანებში.

ანუ, ეს არის სრულიად ბუნებრივი და ნორმალური, აბსოლუტურად დამოუკიდებლად იმისგან, თუ რა დამახინჯებული წარმოდგენა აქვს ამის შესახებ ვიღაცას.

ბუნება ყოველთვის სწორი და მართალია, სიძულვილით და ინტელექტუალური დეფიციტის მქონე ინდივიდებისგან განსხვავებით.

5. საღამოს 6-ის მერე იშიმშილებ თუ იქეიფებ, არ აინტერესებს კალორიებს. წონაში დაიკლებს ის, ვინც იქნება კალორიულ დეფიციტში, ანუ მეტ კალორიას დახარჯავს, ვიდრე მიიღებს.

ერთეულების გამოცდილება და მიდგომები საინტერესოა, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანი სტატისტიკისთვის.
სიძულვილის ენა ჯერ დარეპორტდება და მერე დაიბლოკება! 

გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყველაფერი, რაც ახლა გვიბრუნდება, შემთხვევითი არ არის...“ - რას წერს ასტროლოგი 14 ივლისის ახალმთვარეობაზე

„ყოველი ახალი ციკლი ერთი კითხვით იწყება: შეხედე კარმას... ფესვები იწყება ზეციდან“ - ასტროლოგი 14 ივლისის ახალმთვარეობაზე

„არ არსებობს ალკოჰოლის ჯანმრთელი ან სასარგებლო დოზა!“ - რას წერს ლევან შელეგია