ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხარო ფაქტს ვეტერანი ფეხბურთელი, თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ქართულ საზოგადოებას მიუსამძიმრა:
„ჩვენს საფეხბურთო საზოგადოებას გამოაკლდა მეგობარი, გულშემატკივარი, ადამიანი, რომელმაც თავისი.
პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით და ერთგულებით ქართველი გულშემატკივრების დიდი სიყვარული მოიპოვა.
გიორგი ნემსაძის სახით ქართულმა ფეხბურთმა ღირსეული წარმომადგენელი დაკარგა, ჩვენ კი დაგვიტოვა ისტორია ძმობის, გუნდურობის, თავდადების და საერთო ძალისხმევით წარმატებების მიღწევის.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, ჩვენს სპორტულ საზოგადოებას“, - წერს კახა კალაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ შემოდგომის მთავარი მოდა: 10 ქართველი ვარსკვლავის ლუქი, რომელიც იდეალურ შთაგონებას მოგცემთ