Digest Logo

„ქართველებთან სურათის გადაღებაში ორმაგ თანხას ვიღებო, მივუჯექი და ვუთხარი: ჩემო კარგო, თოფურიამ ისეთი რამ გაუკეთა ესპანეთს, აქეთ გეკუთვნის გადახდა... აააა მართალი ხარო“ - ანტონიო ბანდერასთან სელფი და სახალისო ისტორია

1710400110
ანტონიო ბანდერასი

მოგზაურებისთვის ერთ-ერთ პოპულარულ ჯგუფში ფეისბუკმომხმარებელი თამარ წიკლაური, ცნობილ ესპანელ კინო ვარსკვლავთან, ანტონიო ბანდერასთან გადაღებულ სელფს აქვეყნებს და სახალისო ისტორიას წერს, რომელიც ამ სელფის გადაღებას მოჰყვა.

„მოკლედ ესე იყო: ვარ მალაგაში და აეროპორტში წასვლამდე 8 საათით ადრე მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ ქალაქში ბოდიალი.

გავუარეთ ერთ-ერთი რესტორნის ეგრეთ წოდებულ ტერასას და ჩემი მეუღლე მშვიდად მეუბნება: ნახე ეს ის არ არის?

მე - ვინ კაცო?

მეუღლე - ის.

შევხედე და ვერ ვიცანი.

ბანდერასი კაცო, მეუბნება.

რას მომითმენდა გული, მივედი და ვეუბნები.

გამარჯობა, არ ვარ ესპანელი, დღეს მივფრინავ და იმიტომ მივეცი თავს უფლება, რომ გამოგელაპარაკეთ. (სადილობას აპირებდნენ) ქართველი ვარ და შეიძლება სურათი გადავიღო თქვენთან?

გაიღიმა და მეუბნება: ოოოო ქართველებთან სურათის გადაღებაში ორმაგ თანხას ვიღებო 

დაუკითხავად მივუჯექი და ვუთხარი: ჩემო კარგო, თოფურიამ ისეთი რამ გაუკეთა ესპანეთს, აქეთ გეკუთვნის გადახდა რომ ქართველთან სურათს იღებ.

აააააა მართალი ხარო და ესეც სურათი“,- წერს თამარ წიკლაური.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕13 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის გაზაფხული განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება - ასტროლოგები ასახელებენ