Digest Logo

ქეთევან ხატიაშვილის და დავით კაჭარავას მოგზაურობა იტალიაში - ტანმოვარჯიშე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

1732715575
ქეთევან ხატიაშვილი

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა მშობლები  ცოტა ხნის წინ გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ილია დაარქვეს.

ახლა ის ქმართან ერთად იტალიაში მოგზაურობს, საიდანაც გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს.

ქეთი, ცოტა ხნის წინ გადაცემაში „დღის პოსტი“ იყო სტუმრად, სადაც დედობის სირთულეებსა და პოსტსამშობიარო კრიზისზე ისაუბრა.

„ბავშვი რომ გავაჩინე, ჯობდა არავინ შემოსულიყო ოთახში. არ მკითხულობდნენ ძალიან ვბრაზდებოდი და ვტიროდი, არავის გიყვარვართ, არ გახსოვართ, მომიკითხავდნენ და ორმაგად ვჩხუბობდი ახლა რატომ  მკითხულობთ, ვერ ხედავთ ბავშვს სძინავს და გაღიზიანებული ვარ-მეთქი.

ეს იყო კრიტიკული სამი კვირა, ძალიან დამეხმარა სამსახური. ისე იყო დაგეგმილი ჩვენი დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომ ორ კვირაში მომიწია გასვლა სამსახურში, თორემ დავცოფავდი ყველას.

ანასტასია მიგებდა ყველაზე მეტად, სიცილით ვიხსენებთ ახლა, რომ სულ ხუმრობაში გადაჰქონდათ ყველაფერი.

ბავშვი ძალიან კუნთიანია, ხანდახან მოფერებით ლაშა ტალახაძეს ვეძახით“, - აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ შევაჩეროთ შებერილობა და გაზები - ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტის რეკომენდაციები

„როცა ახალ ბინაში შედიხართ, შვიდჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით, ვინ ცხოვრობდა იქ და ამ სახლმა რა გზა გაიარა...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

🎥 რატომ გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება და როგორ დავძლიოთ შიშები? - ფსიქოლოგის რჩევები