
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის ქალიშვილი ქეთი წიქვაძემ პირადი ბედნიერება იპოვა და რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის რძალი გახდა.
გაირკვა ისიც, რომ წყვილს ორი წლის წინ უქორწინია და ნიკა არველაძემ და ქეთი წიქვაძე ახლა შვილს ელოდებიან.
„მალე მესამე შვილიშვილის ბებია გავხდები. 2 წლის წინ ქეთი ცოლად გაჰყვა ნიკა არველაძეს, ცნობილი ფეხბურთელის, რეზი არველაძისა და დიზაინერ თეონა თავართქილაძის უფროს ვაჟს.
ახლა ქეთი ფეხმძიმედ არის. ოქტომბერში ბავშვს ველოდებით. მესამე ბიჭის ბებია გავხდები...“, - ამბობდა ნანა ლორთქიფანიძე „სარკესთან“.
მას შემდეგ, რაც წყვილის ამბავი ყვითელი პრესის ინტერესად იქცა, მსახიობმა მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო პირველად გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ მაყურებელი ქეთი წიქვაძეს კარგად იცნობს სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყველაზე კაშკაშა და ნამდვილი“ - თიკა ფაცაცია ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს
⭕„წაჩხურობა“ - დღესასწაული, როდესაც უშვილო წყვილები უფალს ბავშვს ავედრებენ
⭕სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ