Digest Logo

„ქირურგიული პროცედურების გატარება ნებისმიერ კლინიკაში უსაფრთხო არ არის...“ - გიორგი ფხაკაძე დაფარული რისკების შესახებ წერს

1747645696
ქირურგიქირურგი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც სამედიცინო შეცდომებზე წერს:

„სად არის ყველაზე მეტი სამედიცინო შეცდომა? ახალი კვლევა გვაფრთხილებს: ქირურგიული პროცედურების გატარება ნებისმიერ კლინიკაში უსაფრთხო არ არის.

ბრიტანულმა მედიაპლატფორმამ UNILAD გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, სადაც განხილულია აშშ-ის შტატები, სადაც ქირურგიული ოპერაციები ყველაზე ხშირად მთავრდება სამედიცინო შეცდომებით. ანალიზმა მოიცვა ათასობით შემთხვევა, სადაც პაციენტებმა იჩივლეს არასწორი ოპერაციის, დაუდევრობის ან სიცოცხლისთვის საშიში შედეგების გამო.

ძირითადი მიგნებები:

• ქირურგიული ოპერაციები, განსაკუთრებით სასწრაფო ან არასათანადოდ დაგეგმილი, უფრო ხშირად მთავრდება ინფექციებით, შინაგან ორგანოთა დაზიანებით, გაუთვალისწინებელი სისხლდენით ან ანესთეზიის გართულებებით.

• გავრცელებული შეცდომებია: არასწორი ორგანოს ოპერაცია, სხეულში ქირურგიული ინსტრუმენტის დატოვება და დოკუმენტური არაზუსტობები.

• კვლევა დაფუძნებულია სამედიცინო გაუფრთხილებლობის 100,000-ზე მეტ იურიდიულ სარჩელზე.

საქართველო — დაფარული რისკები:

საქართველოში ამ ტიპის მონაცემების საჯაროდ გაშლა თითქმის არ ხდება. რეალობა ასეთია:

• არ არსებობს ერთიანი სისტემა სამედიცინო შეცდომების აღრიცხვისთვის
• კლინიკებში არ ხდება შემთხვევათა სისტემური ანალიზი, რაც ხელს უშლის გაუმჯობესებას
• პაციენტები ხშირად ვერც კი იგებენ, რომ ქირურგიაში შეცდომა მოხდა – და მათი ჯანმრთელობა ზარალდება ყოველგვარი კომპენსაციის ან გამოძიების გარეშე

რეკომენდაციები:

 1. საერთაშორისო აკრედიტაცია უნდა გახდეს სავალდებულო ქირურგიული კლინიკებისთვის.
ასეთია, მაგალითად, Accreditation Canada, რომელიც არამარტო დოკუმენტების შესაბამისობას ამოწმებს, არამედ ითხოვს რეალურ ქმედებებს:

• პაციენტის უსაფრთხოების პროტოკოლების დანერგვას
• ქირურგიული ჩარევების მრავალდონიან შიდა შემოწმებას
• შემთხვევების ანალიზის და სწავლის სისტემას
• პერსონალის მუდმივ გადამზადებას და ხარისხის მართვის სისტემების დანერგვას

თუ კლინიკა იღებს საერთაშორისო აკრედიტაციას, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს ვალდებულება რეგულარულად გამოავლინოს, დააფიქსიროს და გამოასწოროს შეცდომები, რაც პაციენტისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს.

2. უნდა შეიქმნას საჯარო ბაზა სამედიცინო შეცდომების აღრიცხვისთვის.

→ პაციენტს უნდა შეეძლოს ანონიმურადაც კი შეატყობინოს რეგულატორს შესაძლო შეცდომის შესახებ.
→ ეს ინფორმაცია დაეხმარება ჯანდაცვის სისტემას კრიტიკული ზონების იდენტიფიცირებაში.

3. განათლება ექიმებისა და პაციენტებისთვის.

→ ქირურგებმა და კლინიკურმა მენეჯერებმა უნდა გაიარონ რეგულარული ტრენინგები ხარისხსა და უსაფრთხოებაზე
→ პაციენტმა უნდა იცოდეს თავისი უფლება და არ უნდა ეშინოდეს კითხვა დასვას – ვინ არის ოპერაციის შემსრულებელი, როგორია პროტოკოლი, რა გარანტიებია.

შეცდომები მედიცინაში მოსალოდნელია, მაგრამ თუ მათ ვკარგავთ კონტროლს, ვკარგავთ ადამიანებს. ხარისხი მხოლოდ ლამაზი შენობა და კარგი აპარატურა არ არის – ხარისხი არის სწორი პროცესი, გამჭვირვალობა და სწავლის უნარი. სწორედ ამას ითხოვს აკრედიტაცია“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

ლიზა ჩიჩუა შვილთან ერთად გადაღებულ მორიგ უსაყვარლეს ფოტოებს აქვეყნებს

„ანგელოზთა დასს შეერთდა სიცოცხლით სავსე კეთილი, თბილი, გულღია და ღიმილიანი ბიჭი, მას ოცნებებით სავსე თვალები ჰქონდა“ - ზუგდიდში მეცხრე კლასელი ბიჭი გარდაიცვალა

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ