მომღერალი ნინო ჩხეიძე გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მეუღლეზე ისაუბრა:
„ქმარს არ გავშორდი. სხვათა შორის რომ მკითხე იმდენი დეჟავიუ წამომივიდა, გამორიცხულია გავიარო ქუჩაში, მაღაზიაში შევიდე, ყველგან არის ეს შეკითხვა. როგორც მეგობარს ისე გეტყვი: ქმარს არ გავშორდი, გიორგი არის ჩემი ყველაზე საუკეთესო და ახლო ადამიანი. უბრალოდ ეს ადამიანი არ ცხოვრობს საქართველოში და ასეთი ახლო ცოლქმრული ურთიერთობა არ გვაქვს. ყველა დეტალში და ნიუანსში ჩართულები ვართ“, - აღნიშნა ნინო ჩხეიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, ნინო ჩხეიძის პოსტმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ინტერნეტმომხმარებლების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
იგი წერდა: „ყველაფერი იწყება და მთავრდება! მადლობა, კორახ.“ გულშემატკივარი ვარაუდობდა, რომ ისინი დაშორდნენ. ნინო ჩხეიძემ ეს ფაქტი უარყო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რეაქცია, როცა ნაკრებს ბულგარეთში ჩასვლა ჩაასწარი“ - რა ვიდეოს აქვეყნებს საბა საპანაძე