Digest Logo

„გელით შოკისმომგვრელი ამბები, რომელმაც შეიძლება მსოფლიო სკანდალიც კი გამოიწვიოს“ - 17-23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

1763357539
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად ასტროლოგი ახალ სტატუსს აქვეყნებს და 17-23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ წერს:

„ასტროლოგიური პროგნოზი: 17-23 ნოემბერი  

ნოემბრის ყველაზე მძლავრი და ინტენსიური კვირა გველოდება.

ეს არის მორიელის ღრმა, ტრანსფორმაციული და „ფატალური“ ენერგიების ნამდვილი კოქტეილი. მთელი კვირა რეტრო-მერკურის „ჩარჩოშია", რაც მოვლენებს ფარულს და ინტროსპექციულს ხდის. თუმცა იგივე რეტრო-მერკური გვაძლევს უნიკალურ შანსს, დავუბრუნდეთ ძველ, დაუსრულებელ საქმეებს და ბოლომდე მივიყვანოთ!  
კვირა დაიწყება სტაბილურად, მაგრამ პიკს ოთხშაბათ-ხუთშაბათს მიაღწევს.

კვირის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მორიელისთვის დამახასიათებელი „ტექტონიკური ძვრები"!

კვირის მთავარი ასპექტები  

17 ნოემბერი (ორშაბათი): მზის, იუპიტერისა და სატურნის დიდი ტრიგონი

ეს კვირის ყველაზე სტაბილური დღეა. ეს კონფიგურაცია ანიჭებს ბევრ სიტუაციას სიმყარეს, ჰარმონიას ანიჭებს და პესიმიზმს აბალანსებს.

• პირადი დონე: იშვიათი ჰარმონიული შანსი! იდეალურია ღრმა ემოციური მუშაობისთვის, წარსულის წყენებისგან განკურნებისა და ფსიქოლოგიური მდგრადობის გასაძლიერებლად. კარგი დროა ფინანსური (სესხი, ინვესტიცია) ან სამემკვიდრეო საკითხების მოსაგვარებლად.

• მუნდანური დონე: ხელსაყრელი პერიოდი რესურსებთან (ნავთობი, გაზი) დაკავშირებული საერთაშორისო კონფლიქტების მოსაგვარებლად. პროგრესი მედიცინასა და ფსიქოლოგიაში.

18 ნოემბერი (სამშაბათი): მზის შეერთება ლილიტთან მორიელში ყურადღება!

ეს არის ტოტალური კონტროლისა და დესტრუქციული ვნებების ურთულესი დღე. პიროვნების „ჩრდილი“ სინათლეზე გამოდის და აღიარებას მოითხოვს.

• პირადი დონე: მოერიდეთ სახიფათო კავშირებში ჩართვას, ეჭვიანობის ნიადაგზე მანიპულაციებს და შანტაჟს. დროა, საკუთარ „დემონებს“ თვალი გავუსწოროთ.

• მუნდანური დონე: კორუფციული და ჯაშუშური სკანდალების, ფინანსური პირამიდების კრიზისების დრო.

19 ნოემბერი (ოთხშაბათი): რეტრო-მერკური ურანთან ოპოზიციაში სიფრთხილე!

საგულდაგულოდ დამალული ინფორმაციის უეცარი გასაჯაროების დღე. გელით შოკის მომგვრელი ამბები, რომელმა შეიძლება მსოფლიო საკნადალიც კი გამოიწვიოს.

ფიქრებსა და სიტყვებს უდიდესი დამანგრეველი პოტენციალი აქვთ. ამიტომ მართეთ აზრები.

პირადი დონე: მოსალოდნელია ფეთქებადობა, ჩხუბი (განსაკუთრებით ფულზე/საიდუმლოებებზე), კიბერშეტევები, პირადი მონაცემების გაჟონვა და პრობლემები ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებით.

მუნდანური დონე: ჰაკერული შეტევები, საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროება, მაღალჩინოსნების მოულოდნელი გადადგომები.

20 ნოემბერი (ხუთშაბათი): „ფეთქებადი“ ახალმთვარეობა მორიელში კვირის კულმინაცია!

უკიდურესად დაძაბული ახალმთვარეობა (ლილიტთან შეერთებით და ურანთან ოპოზიციით). ეს არის გარდატეხა, მოულოდნელი შემოტრიალებები, რყევა, რევოლუცია.

პირადი დონე: ძველი, კონტროლსა და შიშზე დაფუძნებული სტრუქტურები უნდა „აფეთქდეს“ განთავისუფლებისთვის. იდეალური დროა ტოქსიკური კავშირების გასაწყვეტად და დესტრუქციული ვალდებულებებისგან გასათავისუფლებლად. ეს არის კრიზისი, რომელსაც ცხოვრების სრულ გადაფასებამდე მივყავართ.

მუნდანური დონე: სიტუაცია ზედმეტად „გაიყინა“ რეტრო-პლანეტების გამო და ეს ახალმთვარეობა მის „შესანჯღრევად“ მოდის. როცა კრიზისია, ადამიანები იწყებენ გამოსავლის ძებნას – და ის ნაპოვნი იქნება.

23 ნოემბერი (კვირა): მერკურის ტრინი იუპიტერთან კრიზისის შემდეგ მოდის სიღრმისეული გაგებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა.

ინტუიცია გამძაფრებულია და გვეხმარება მომხდარი შოკისგან სწორი გაკვეთილის გამოტანაში.

პირადი დონე: კარგი დღეა წარმატებული მოლაპარაკებებისთვის, ოჯახური კონფლიქტის ბრძნულად გადასაწყვეტად და ახლობლებისგან მხარდაჭერის მისაღებად.
მუნდანური დონე: კონფლიქტის ზონებში დროებითი ზავის დამყარებისა და გლობალური ეკონომიკური საკითხების გადაჭრის დრო.

კვირის მთავარი რეკომენდაციები:

გამოიჩინეთ მაქსიმალური გაცნობიერება (18-20 ნოემბერი): არ წამოეგოთ პროვოკაციებს, მოერიდეთ რისკს და მანიპულაციებს. ეს დღეები არ გამოდგება ახალი პროექტების დასაწყებად!

1. დაბრუნდით ძველ პროექტებთან (მთელი კვირა): რეტრო პლანეტების ფონზე, იდეალური დროა გადადებული საქმეების დასრულებისთვის და იმ პროექტების ბოლომდე მიყვანისთვის, რისთვისაც ადრე რესურსი არ გეყოთ.

2. ენდეთ ინტუიციას (კვირის ბოლოს): გააანალიზეთ მომხდარი კრიზისები — მათში მომავალი ზრდის მარცვალი დევს.

მთლიანობაში, ფატალური, მაგრამ გამწმენდი კვირა გველის!“, - წერს რამაზ გიგაური.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სოფლიდან რომ ჩამოვედი და სტუდენტი გავხდი ჭკუის დამრიგებელი ცოტა მყავდა, ბევრ შეცდომას ვუშვებდი...“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით