Digest Logo

ქმრის გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურიას მეუღლე ფოტოებს აქვეყნებს

1730012592
ილია თოფურიას მეუღლე

ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.

აბუ-დაბიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.

ბრძოლის პირველივე წუთებიდან თოფურიამ უპირატესობა მოიპოვა, დგომშიც აქტიური იყო და ჰოლოუეი მიწაზეც რამდენჯერმე გადაიყვანა.

მეორე რაუნდიც ქართველის უპირატესობით წარიმართა. ილია თოფურიას შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 16 შეხვედრის შემდეგ 16 გამარჯვება აქვს.

UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია პირველი საერთო შვილის მშობლები ცოტა ხნის წინ გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს. ჯორჯინასთვის ეს პირველი შვილია, ილიას კი პირველი ქორწინებიდან უკვე ჰყავს ვაჟი. 

ჯორჯინა ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად იგი გამომწერებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს უზიარებს, რომელიც ქმრის გამარჯვების შემდეგ არის გადაღებული. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„არ არის კარგი ეს დღე ქორწინებისთვის, შენაძენებისთვის და ახალი საქმის დაწყებისთვის“- 27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

⭕„ეს რაღაც ისეთია, რისი დაჯერებაც კი რთულია... გაუმარჯოს საქართველოს და ესპანეთს“ - ილია თოფურია