Digest Logo

„ქრისტემ საკუთარ აღდგომამდე, კიდევ ერთხელ სძლია სიკვდილს და გააცნო იმ დროის მატერიალურ სამყაროს საკუთარი თავი, როგორც ყოვლადწმიდა სამება“ - გიორგი ლობჯანიძე

1775328616
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად ლობჯანიძე ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ლაზარეს შაბათის დღეზე საუბრობს:

„ლაზარეს შაბათი - ძალიან დიდი აზრი დევს ამ დღესთან მიმართებით.

ძალიან უყვარდა მართალი ლაზარე იესოს, უწოდებდა მას მეგობარს. როგორც თავად ამბობს: ლაზარემ ,,მიიძინა".
შეეძლო დროულად მისვლა და განკურნება, მაგრამ სულ სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული ღმერთს.

იესოს უნდა მოემზადებინა, როგორც საკუთარი მოციქულები, ასევე ხალხი, ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომისთვის, ამიტომაც ინება მან ამ მოვლენებიდან ცოტა ხნით ადრე, ჯერ, მართალი ლაზარეს აღდგომა, ხალხის და მოციქულების რწმენაში განმტკიცება.

გადმოცემის თანახმად კი, მართალმა ლაზარემ აღდგომიდან 30 წელი იცოცხლა და ამ ხნის მანძილზე სულ ორჯერ გაიღიმა:
ერთხელ, როცა ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ხოლო მეორედ მაშინ, როცა დაინახა თუ როგორ იპარავდა ერთი კაცი თიხის ქოთანს.

ჰკითხეს, რატომ იღიმიო? მან კი უპასუხა: ,,თიხა თიხას იპარავსო“.

ეს დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქრისტემ საკუთარ აღდგომამდე, კიდევ ერთხელ სძლია სიკვდილს და გააცნო იმ დროის მატერიალურ სამყაროს საკუთარი თავი, როგორც ყოვლადწმინდა სამება.

სამწუხაროდ, ადამიანს თუ სასწაული არ უჩვენე, ისე ვერ იჯერებს, ამიტომ ეს მოვლენები საჭირო იყო რწმენისთვის!
დღესაც რწმენის დეფიციტია, თუმცა გავიმეორებ, იმ დროში სჭირდებოდა ეს ხალხს და ამ დროში რომ 2000 წლის მერე ის ხდება, რაც სახეზეა რა გასაკვირია, თუმცა მიდის ლოგიკურ წერტილამდე ეს ყველაფერი და ყველაზე სასიამოვნო ზუსტად ეგაა.

გილოცავთ! მრავალგზის გვეზეიმოს, უკეთეს მდგომარეობაში და რაც მთავარია, უკეთეს საქართველოსა და მსოფლიოში!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩეკები ცალკე ჯიბეში, მწვანე ფერის ყუთში ან კონვერტში შეაგროვეთ...“ - მარტივი რიტუალი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად

„ღვთის მოშიშ სულს არაფრის ეშინია, რაც მას ხორციელად ავნებს, რადგან...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

ინფორმაცია მისთვის, ვინც 2007 წლის 15 ნოემბერს, 9 საათსა და 37 წუთზე დაიბადა