
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, სადაც პატრიარქის სიტყვებიც დაიხმარა:
„მე მინდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამონარიდი წაგიკითხოთ,
პატრიარქი როგორ ხედავს საქართველოს:
„სამშობლო შენი წინაპრების ძვლებით გაპოხიერებული მიწაა, შენი გენით,
შენი ხასიათით დატვირთული გარემოა აქ,
ოცსაუკუნოვანი ისტორია ქრისტიანობისა, არის საიდუმლო ჩვენი ერის გადარჩენისა,
ჩვენი ცხოვრებისა ქრისტეში...“
პატრიარქი ამბობს, რომ ქრისტეში, ქრისტესმიერი ცხოვრება, არის საიდუმლოება ჩვენი ერის გადარჩენისა,
და მე თუ ნომინალურად პატივს მივაგებ კათალიკოს-პატრიარქის, ბუნებრივია, უნდა დავინტერესდე:
- „კი მაგრამ, რას ამბობს?!“
მე უნდა ჩავფიქრდე - რას ნიშნავს საიდუმლო ცხოვრება ქრისტეში...
- რა სჭირდება დღეს საქართველოს?!
- ძალიან ბევრი რამ,
მაგრამ, ყველაზე მეტად, სჭირდება სულიერი ძალა,
უნდა შეიცნოს დღევანდელმა ქართველმა ახალი აღთქმის სიბრძნე,
ამ სიბრძნით შეიარაღებულმა ისწავლოს,
ილოცოს,
იშრომოს და იცხოვროს,
ეს არის კურთხეული ქვეყანა,
მაგრამ ეს არის იმისათვის, რომ აი აქ სახარებით ვიცხოვროთ,
და მოვემზადოთ მარადიული სიცოცხლისათვის“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, ვინ იყო ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი, რომელსაც იტალიაში მანქანა დაეჯახა
🎥 ნუკი კოშკელიშვილი ნიუ-იორკში დაბრუნდა - ორსული მოდელი ახალ კადრებს გვიზიარებს