Digest Logo

„ქრისტიანობაში მიზანი არ არის საკუთარ თავთან ბრძოლა“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1785047251
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ქრისტიანობაში მიზანი არ არის საკუთარ თავთან ბრძოლა, საკუთარი თავის გვემა, საკუთარი თავის ჯვარცმა,
როგორც სამწუხაროდ, მრავალს ჰგონია...
და რაც ძალიან ცუდი შედეგებით მთავრდება ხოლმე,
ზოგჯერ ფსიქიკის დანგრევამდეც კი მიდის ადამიანი...
ქრისტიანობაში მიზანი ქრისტეა!
ამ მთავარ მიზანს კი შედეგად მოსდევს საკუთარ თავთან ბრძოლა,
ოღონდ, ამ შემთხვევაში, შენ მარტო აღარ ხარ,
უფრო სწორად,
შენ არც კი იბრძვი,
შენთან ერთად და შენს მაგივრად იბრძვის განკაცებული ღმერთი – იესო ქრისტე.
ამით ჩვენ მარჯვნივ მყოფ ავაზაკს ვემსგავსებით,
სხვანაირად მარცხნივ მყოფ ავაზაკს დავემსგავსებით, გავბოროტდებით და ქრისტეს დავკარგავთ...“, - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ემოციები განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა“ - 29 ივლისის სავსემთვარეობა მერწყულში: თამარ ხოსროშვილის პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕რუსკა ქარქაშაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - „ბედნიერებაა თქვენი ყურება“