
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მის ახალ ოთხფეხა მეგობარზე წერს, რომელიც ქუჩაში იპოვა, შეიფარა და სახელიც დაარქვა. მისი ინფორმაციით, ბიბი დღეიდან ბიბლიოთეკაში იცხოვრებს.
„გაიცანით, ეს ბიბია. ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ბინადარი. ის დღეიდან მარო მაყაშვილის ბაღში იცხოვრებს.
ბიბი ქუჩაში ვიპოვეთ, სახლში წავიყვანე, მაგრამ ჩემი მანამდე აყვანილი ჰასკი ვერ შეეგუა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ ბიბლიოთეკაში დაიდოს ბინა.
დღეს ქუჩაში ასობით მიუსაფარი ძაღლია, კარგია, თუ ორგანიზაციები მოგვბაძავენ და მათაც ეყოლებათ საკუთარი „ტოტემები“, - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლევან ბერძენიშვილის პირველი კომენტარი ყვარელში მომხდარ ინციდენტზე