რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში სოლო კონცერტს გამართავს, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება მსახიობმა ნიკა ქავთარაძემაც გამოთქვა.
„უნიჭობას და უგემოვნობას ტაშს რომ უკრავთ წლების განმავლობაში, მერე ეს უნიჭობა და უგემოვნობა ძლიერდება, ხდება მისაღები, მერე ვარსკვლავი.
ამასობაში თქვენ სხვა საფიქრალი გიჩნდებათ, ვეღარ აქცევთ ყურადღებას თქვენსავე გათამამებულ უნიჭობას და უგემოვნობას, ის კი ვითარდება, წინ მიდის.
მერე უცებ გამოჩნდება რაღაც ნიუსი, ამ უნიჭობის და უგემოვნობის შესახებ და აყაყანდებით, დაიწყებთ დაცინვას.
გეგონება თქვენივე წახალისებული არ იყოს მისი არსებობა.
ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანი ციკლებით ვცხოვრობთ, როგორ ვერ ხედავთ?!
თან ქვეყანა თავზე გვენგრევა, ვიღუპებით და ფანდურს ვერ გაგაგდებინებთ კაცი, ოღონდ იშაიროთ“, - წერს ნიკა ქავთარაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇