დღეს, 18 ივნისს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დეკანოზ იოანე ხეცურიანმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რასაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ ვართ საქართველო.
ქართველი კაცი, ღირსებით აღვსილი, მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს. ემოციებს მომავალი წარმატებისა, განსაკუთრებით დღეს, ერთ მუშტად შეკრული ჩვენი საამაყო ბიჭები ხალხის გვერდში დგომით წერენ….
კაცსა თუ ქალს, დიდსა თუ პატარას, სპორტის გულშემატკივარსა თუ არა ქომაგს, ყველას, სრულიად საქართველოს აერთიანებს ეს დღეები.
ამ ისტორიული თამაშების დროს ჩვენს ხალხს ყველა გაჭირვება და წუხილი ავიწყდება. ასე იყო ადრეც….
ჩვენმა სპორტსმენმა წინაპრებმა, ოქროს თაობებმა ათწლეულების განმავლობაში ასო-ასო ქარგეს ეს ისტორია და რუდუნებით მოგვიყვანეს დღემდე. იმიერ საქართველოდან მათი სულები ახლა ჩვენს ბიჭებს ლოცავენ.
რა ამაყად დგანან სამშობლოს მონატრებული ემიგრანტები თურქეთში, გერმანიასა და სხვადასხვა ქვეყნებში, როდესაც უცხო მიწა-წყალზე სხვა ემოციით, გულშიჩამწვდომად გაისმება– „ჩემი ხატია სამშობლო“…
ჩვენო ბიჭებო, მთელი საქართველო, ერი თუ ბერი, დიდი სიხარულის მოლოდინში ფეხზე დგას…
წმ.გიორგის ებარედოდეთ ვაჟკაცებო“, - წერს დეკანოზი იოანე ხეცურიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა ჰქვია მაგ დამოკიდებულებას?“ - რამ გააბრაზა მაიკო კაჭკაჭიშვილი?
🎥 როგორ გადაწყვიტა თამარ მაყაშვილმა მსახიობობა - „საქმე არ მქონდა და ვიფიქრე გავერთობი“