„საქმე არ მქონდა და ვიფიქრე გავერთობი - მეთქი და ჩავაბარე თეატრალურში. ძალიან კარგი ჯგუფი მყავდა, ძალიან გამიმართლა. დღესდღეობით მოწინავე ჯგუფელები მყავს.
ეკა ჩავლეიშვილის სახლში გავიზარდეთ. სულ ვქეიფობდით, სუფრის დროს ხდება ურთიერთობების ჩამოყალიბება.
ჩვენთან, ბათუმში არის არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა თეატრში. ძალიან კარგი ბავშვები მოდიან, გისმენენ, ითვისებენ“, - ამბობს თამარ მაყაშვილი, რომელიც გადაცემა „ჩვენი ოჯახი“ სტუმარი იყო.