Digest Logo

„რა ჰქვია მაგ დამოკიდებულებას?“ - რამ გააბრაზა მაიკო კაჭკაჭიშვილი?

1718707514
მაიკო კაჭკაჭიშვილი

მუსიკოსი, კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ერთ-ერთ მომღერალს ეხება, თუმცა სახელს და გვარს არ ასაჯაროებს. 

როგორც მისი პოსტიდან ვიგებთ, მუსიკოსს მან სიმღერა დაუკვეთა, შემდეგ კი უარგუმენტოდ დაუწუნა.

„ავტორს, რომ სიმღერას დაუკვეთავ, ის ავტორი მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება საქმეს, იმუშავებს დიდ დროს დაგითმობს, დაგიწერს მელოდიას ტექსტს და თურმე კონკურსს უტარებ ბენდში ვის მოსწონს და ვის არა (ნეტა ვინ რამდენი ქულა დამიწერა).

თან ეუბნები, რომ ბოლომდე ენდობი მის გამოცდილებას და მოგწონს მისი შემოქმედება და ვერ გაგირკვევია მოგწონს თუ არა.

სიმღერა ლოგიკური მუსიკალური არგუმენტიც ვერ გაქვს, რომ აუხსნა რა არ მოგწონს...

- დრაივი მინდა (ეს რომ გაქვს არგუმენტი).
- დრაივი არანჟირებას მოაქვს საყვარელო, კომპოზიტორი კი ქმნის ამ საშუალებას.

რა ჰქვია მაგ დამოკიდებულებას?“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 როგორ განვასხვაოთ სხვადასხვა ტიპის გამონაყარი ერთმანეთისგან და როგორია მათი მკურნალობის გზები - დერმატო-ვენეროლოგის განმარტება

🎥 როგორ გადაწყვიტა თამარ მაყაშვილმა მსახიობობა - „საქმე არ მქონდა და ვიფიქრე გავერთობი“

„თავი ამაყად ასწიეთ და იბრძოლეთ, თქვენს უკან სრულიად საქართველოა... ჰერიო, ბიჭებო!“ - გოგა ჩანადირი ეროვნულ ნაკრებს მიმართავს