Digest Logo

„სულიერი ცხოვრება ტკივილიანი ცხოვრებაა, ჩვენ სულ მუდამ ვეძებთ - ვერ ვპოულობთ, მაინც ვეძებთ“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1771076514
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„რწმენა იმდენად ძლიერია ჩემში, რომ სახარებისაც მჯერა, წმიდა წერილისაც მჯერა, ეკლესიის სწავლებისაც მჯერა,
მჯერა, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, ყოვლად წმიდა სამება, ეს ყველაფერი მჯერა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება და ახლა ჩემი რწმენის ობიექტი მინდა, რომ შევიგრძნო, განვიცადო, მივეახლო
— სად არის?!
— სადღაც აქ არის,
მაგრამ არ არის...
და იწყება ადამიანის ტკივილიანი ცხოვრება, რასაც სულიერი ცხოვრება ჰქვია,
სულიერი ცხოვრება ტკივილიანი ცხოვრებაა,
ჩვენ სულ მუდამ ვეძებთ — ვერ ვპოულობთ, მაინც ვეძებთ,
ვერ ვპოულობთ — ვეძებთ,
და ასე,
უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნურასოდეს მისცემ უფლებას, შეურაცხყოფილი დაგტოვონ შენი განცდების და სიყვარულის გამო!“ - ნუცა შანშიაშვილის ვიდეომიმართვა

„დაუცველობის შეგრძნება, ფინანსური არასტაბილურობის შიში ან ბავშვობის ტრავმა“ - რა ბლოკავს ჩვენს ენერგეტიკულ ცენტრებს?

„ნუ ინახულებთ ავადმყოფებს, არასასიკეთოა მოგზაურობა და სახლის შეცვლა“ - 14 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი