მომღერალი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმის შესახებ წერს.
მომღერალი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას არ ეთანხმება:
„რამდენიმე რამ მაოცებს და ხმამაღლა ვიკითხავ:
- რა არის საზეიმო იმაში, რომ ერთ მოძალადე კაცს ხახვივით შერჩა ყველაფერი, რაც უთქვამს და რაც გაუკეთებია საკუთარი ცოლისთვის?
- თუ წაიკითხეთ ან მოისმინეთ, როგორ ესაუბრებოდა ან როგორ ექცეოდა ის საკუთარ ცოლს, ამის მერე, რატომ ან როგორ მიგაჩნიათ ისევ კაი ტიპად?
- თუ არ წაგიკითხავთ და არც არაფერი მოგისმენიათ ამ საქმის შესახებ, მაშინ, ასე ზერელედ რანაირად შეგიძლიათ ლამაზი თვალებისა და ცნობილი სახელის გამო გაამართლოთ და მისი "გამარჯვება" იზეიმოთ?
- ყოველთვის ქალებს რატომ ამტყუნებთ?
- ამდენი ზიზღი საიდან გაქვთ?
- თქვენი ოჯახის წევრს, თქვენს მეგობარს ან უბრალოდ - თქვენთვის ძვირფას ადამიანს რომ მოქცეოდა ვინმე ასე, მაინც დაიწყებდით სასამართლოს უზენაესობაზე საუბარს?
- რას იტყოდით იმ ადამიანზე, ვინც ასე ექცევა ან/და ესაუბრება ოჯახის წევრს, თუკი ის ცნობილი და შედარებით წარმატებული არ იქნებოდა?
- ჩოგბურთს თუ უყურებთ, რატომ გგონიათ, რომ კარგი ჩოგბურთელია?
- და თუ არ უყურებთ, მაშინ რატომ ითავსებთ საჩოგბურთო ექსპერტების როლს?
მხოლოდ ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეებზე მოძალადის გამამართლებელი განაჩენის მიღების შემთხვევაში ენდობით ასე ბრმად სასამართლო სისტემას თუ ზოგადადაც ასეთი მიამიტები ხართ?“,- წერს მომღერალი.
ცნობისთვის, საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალურ საქმეზე ბასილაშვილი ოთხივე ეპიზოდში გამართლდა.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა ქონებას ფლობენ ბასილაშვილი და დოროყაშვილი
🔵„კი დავწერდი ჩემ აზრს მაგრამ.... ვგმობ ყველანაირ ძალადობას“ - რას წერს ია ფარულავა