ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც ხსნით რა ასწავლა საზოგადოებას აქციების დაშლის პრაქტიკამ და რა უნდა გაითვალისწინონ მომავალში.
„რა გვასწავლა აქციების დაშლის პრაქტიკამ, რა უნდა გავითვალისწინოთ მომავალში:
- იწყებენ წიწაკის სპრეით. ამ დროს წინა რიგებში, სპეცრაზმისკენ დგებიან მეგრელები
- როცა უკვე სუნთქვა შეუძლებელი ხდება, წინა რიგებში ინაცვლებენ რუსთაველები, კასპელები, ზესტაფონელები და ჭიათურლები
- წყლის ჭავლს რომ გამოუშვებენ, წინა რიგებში ინაცვლებენ ბათუმელები
- როცა შემაწუხებელ სირენას რთავენ, ამ დროს ინიციატივას ხელში იღებენ გურული ქალების ქმრები
- როცა სპეცრაზმი რბევას იწყებს და ვხედავთ, რომ ფიზუკურად ვერ მოვერევით, ამ დროს ქუთაისლები უდგებიან წინ და „ებაზრებიან“
- თუ არაფერი ჭრის და გაზს, წყალს, იარაღს ერთად იყენებენ, უტევენ სვანები, მთიულები, ხევსურები და გორელები მოულოდნელად ესხმიან თავზე ტროტუარებიდან!
ძალა ერთობაშია! “, - წერს ბესო ნამჩავაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ზურაბ ჯაფარიძეს კოვიდი დაუდასტურდა
🔵ბადრი ესებუასთვის ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის პასუხი დადებითი აღმოჩნდა
🔵ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია - 112-მა ზარების მიღება განაახლა