დღეს,18 ივნისს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა - საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფოტოგრაფ გოგა ჩანადირმა პოსტი გამოაქვეყნა და ეროვნული ნაკრების წევრებს მიმართა:
„ჰერიო, ბიჭებო!
დღეს თქვენ ახალი ისტორიის დაწერას იწყებთ ევროპირველობის პირველივე თამაშით.
არავინ გთხოვთ ზედმეტს. ისედაც ბევრი გააკეთეთ. ახლა, უბრალოდ, თავი მაღლა ასწიეთ და გაილაღეთ.
იბურთავეთ გულით. იბრძოლეთ გულიანად, იბრძოლეთ თავდადებით. ამ ბრძოლაშია სიდიადე. ამ ბრძოლას მოაქვს სიამოვნება, ამ ბრძოლაშია ბედნიერება. ითამაშეთ მთელი გულით და მედგრად.
თქვენს უკან სრულიად საქართველოა. თქვენ უკან ქართული ფეხბურთის დიადი წარსულია. თქვენ მარტონი არ ხართ.
დღეს მილიონობით ადამიანი გიყურებთ, ბევრი შორიდანაც, მაგრამ იცოდეთ, რომ მაინც ძალიან, ძალიან, ძალიან გულიანად გიგულშემატკივრებთ. ერთი სული გვაქვს, გოლები გაიტანოთ. ისე ვიყვირებთ, ხმას გერმანიაში გაგაგონებთ.
გმუხტავთ და გამხნევებთ. არავინ გთხოვთ ზედმეტს. მხოლოდ თავი ამაყად ასწიეთ და იბრძოლეთ. ბრძოლაშია ბედნიერება. თქვენ კი ბედნიერებისთვის დაიბადეთ.
წმინდა გიორგიმ გიწინამძღვროთ გამარჯვებებში! ჰერიო, ბიჭებო!“, - წერს გოგა ჩანადირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕დავით ყიფიანი 73 წლის გახდებოდა - ყველაფერი ფეხბურთელის ცხოვრებაზე
🎥 რომელ ქვეყანაში არ უნდა იმოგზაუროთ მაისიდან - ოქტომბრამდე? - სეზონები და დაბალბიუჯეტური მოგზაურობა
🎥 „რატო გეცინებათ? მეც დავდიოდი ფეხბურთზე“ - გიგი დედალამაზიშვილის სახალისო ისტორიას იხსენებს