Digest Logo

„რა კანონი და შინაგანაწესი გაქვთ ასეთი, რომ არაფრით არ შეიძლება“ - თეა გვასალია

1680695473
მთარგმნელი და ესპანური ენის პედაგოგი

მთარგმნელი და ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია ფეისბუკის პირად გვერდზე „საქართველოს ბანკს“ მიმართავს და საკუთარ გამოცდილებაზე წერს.

🔵 „რა შეიძლება გააკეთოს გოგომ შუქნიშანთან წითელზე?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თიკა ფაცაცია

პეკინზე „საქართველოს ბანკის“ ორი ფილიალია, 14 ნომერში და 16-ში. პირველში ბევრი ოპერატორი და მშვენიერი მომსახურებაა, მეორე, ექსპრეს ბანკია, ორი ან ერთი ოპერატორი მუშაობს და მუდმივად რიგებია.

ამიტომ, ტყუპებისთვის ე.წ. „სქულ ქარდი“ ანუ სასკოლო ბარათი რომ შევუკვეთე, გარკვევით მივუთითე, რომ პეკინის 14 ნომერში მინდოდა აღება.

მაგრამ საქართველოს ბანკიდან მესიჯი მომივიდა, გინდა თუ არა ექსპრეს ბანკში უნდა მიხვიდე ბარათების ასაღებადო.

ორჯერ მივედი და ჩემი მწირი მათემატიკითაც კი მივხვდი, რომ თუ ერთი ოპერატორი (მეორე არ იყო), თითო კლიენტს საშუალოდ 5 წუთს ანდომებდა, ჩემს წინ კი 9 კაცი იდგა, სულ ცოტა, 45 წუთი მომიწევდა რიგში დგომა.

45 წუთი თავისუფალი დრო სამუშაო დღეებში ბოლოს როდის მქონდა, არც მახსოვს, ამიტომ დავრეკე ბანკში და ვითხოვე ან პეკინის 14-ში გადაეტანათ ბარათები, ან კურიერს მოეტანა სახლში, ცხადია დამატებითი თანხის გადახდის შემდეგ.

სახლში მოტანა აღარ შეიძლებაო, მითხრა ძალიან თავაზიანმა გოგონამ, ერთი ფილიალიდან მეორეში გადატანა, კი ბატონო, მაგრამ ამას 5 სამუშაო დღე დასჭირდებაო.

მე შევახსენე, რომ ეს ორი ფილიალი 30 მეტრით იყო დაშორებული ერთმანეთისგან, მაგრამ კარგად დატრენინგებულმა ნინომ თავაზიანი უარით გამისტუმრა.

ოპერატორს არაფერს ვერჩი, რაც ასწავლეს, ის გაახმოვანა, მაგრამ საქართველოს ბანკი • Bank of Georgia იმასაც არ გეკითხებით, რა ლოგიკით და გაანგარიშებით სჭირდება 30 მეტრის გავლას 5 დღე.

შეკითხვა სხვაა.

რა კანონი და შინაგანაწესი გაქვთ ასეთი, რომ არაფრით არ შეიძლება, იგივე კურიერმა, „ექსპრეს ბანკიდან“ რომ გამოიტანს ბარათებს, იმ ხუთ დღეს, 30 მეტრის გასავლელად რომ დასჭირდება, ერთი დღეც დაუმატოს და მეექვსე დღეს მაინც სახლში მომიტანოს???

სულ სამასიოდე დამატებითი მეტრის გავლა მოუწევს, მეტი კი არა“,- წერს თეა გვასალია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „აფთიაქი ჩადის საშინელ დანაშაულს, ახლა თვითმკვლელობას გადავარჩინეთ ერთი ბიჭი რეგიონიდან“ - გიორგი კეკელიძე

🔵 „რატომაც არა“ - მისაღებია თუ არა „ტინდერში“ რეგისტრაცია ოჯახის შექმნის მიზნით? ქუჩის გამოკითხვა

🔵 „ბებოს სექსუალური პარტნიორი მის შვილიშვილთან მეგობრობს“ - ნინო ადამაშვილი