Digest Logo

რა კავშირია ქრისტიანობასა და ვაზს შორის? - გიორგი ლობჯანიძის განმარტება

1780321291
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად ლობჯანიძემ ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს გამოეხმაურა. 

იგი ქრისტიანობასა და ვაზს შორის კავშირზე საუბრობს:

„დღევანდელ დღეს ჩვენ ვზეიმობთ ქრისტიანული კულტურის დამკვიდრებას წმინდა ნინოს „ვაზით“, რომელიც თავად ღვთისმშობელმა გადასცა, მაგრამ კიდევ რატომ ვაზით?

რა კავშირია ქრისტიანობასა და ვაზს შორის?

ვაზი - ესაა სასუფევლის, ანუ, უფლის ველის ადგილში დამკვიდრების, მარადიულობის გზა და სიმბოლო.

ძველად შეძლებული ხალხი ახალშობილსაც კი ღვინოში განბანდა ხოლმე, ნიშნად იმისა, რომ ჩვილობიდანვე მიეღო ვენახში დაწურული ღვთიური სასმელი და მისით განწმენდილიყო.

რა არის ეს ვენახი? როგორც ბურჯი ეკლესიისა წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს - ვენახი მცნებათა აღსრულების ის წიაღია, სადაც ამ ვენახის პატრონი მუშაკებს იწვევს საღმრთო საქმისთვის“ და როგორც წმინდა თეოფილაქტე ამბობს: ვენახში ხდება საკუთარი სულის სრულყოფა.

ამიტომ, მიწაზე ვენახი არის კონკრეტული დანიშნულების წერტილი, რომელი შრომითაც იწვრთნება ადამიანი, ხოლო გაშენებული ვაზით კი მიიღებს იგი მოსავალს კეთილი მამისგან, რაც გარანტიაა მუდმივობის კანონის, ანუ სიცოცხლის.

ვაზის მტევნის გამოსახულება კი საფლავის ქვაზეც გვხვდება, რაც ნიშნავს ზიარებას ქრისტესთან. ვაზით ხდება მიცვალებულის სულის დაკავშირება ცათა სასუფეველთან და თუ ვენახში გაშენებული ვაზია სიცოცხლის მომცემი, ისევ და ისევ სულიერი შრომითა და ხაზით, მაშინ ქრისტეს სიტყვებიც უტყუარია - „მე ვარ ღმერთი ცოცხალთა და არა მკვდართა“.

გილოცავთ ნინოობას, მრავალს დაესწარით!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ნოე და იესე გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს, ყველა პატარას უგზავნიან ყველაზე თბილ ჩახუტებას...“ - დუეტი „ლეონი“

როგორ ვრცელდება ებოლას ვირუსი? - ივანე ჩხაიძის განმარტება

„ხელსაყრელია მავნე ჩვევების მოშორება, განქორწინება, დიეტის დაწყება, დასვენება...“ - 1-ელი ივნისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით