„როგორ ჩამოვარდა ასურეთში საჰაერო ბურთი | ექსკლუზიური კადრები - ამ სათაურით აქვეყნებს „მთავარი არხი“ ვიდეოს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
კადრებში ჩანს, თუ როგორ ვარდება საჰაერო ბურთი და ეკიდება ცეცხლი, რა დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა.
აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
„მთავარი არხი • Mtavari Arkhi თუ რამე შეგრჩათ ადამიანური, აიღეთ ეგ დამპალი ვიდეო!“ - წერს ნათია ორველაშვილი.
„ამ კადრების დადება ნორმალურია?!!! უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს ოჯახს და რატომ უმძიმებთ უბედურ ყოფას?!!! წარმოიდგინეთ ამ ბურთში დაღუპული შვილის მშობელი, რომელიც ამას ნახავს!! ყველაფრის გაკეთება „ექსკლუზივის” გამო და რეიტინგის გამო, მიუღებელია!!“ - წერს ეკო ფანგანი.
„რაც მეტი „მეტკა" ექნებოდა ვიდეოს მით უკეთესი? თუ აი რა მიზანი აქვს ადამიანებს აყურებინო ვიდეო, სადაც ადამიანები ცეცხლში იწვიან? რავიცი აბა, თქვენი საქმისა თქვენ იცით, მაგრამ იმ ვიდეოში თქვენი კოლეგა იწვის“ - წერს გოდერძი შარაშია.
„რა ექსკლუზიური კადრები ხალხო, შოუა ამხელა ტრაგედია? ეს რა უბედურებაა, რა საზოგადოებად ჩამოვყალიბდით? რა მნიშვნელობა აქვს რით მოკლავ ადამიანს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, ძალიან“ - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.
„სირცხვილია ლაქიების მოგროვების მიზნით ადამიანების სიკვდილის ვიდეო აჩვენო, ატრიალო, ექსკლუზივი დააწერო და რეიტინგი აიმაღლო. დიდი ხანია მედია შეთანხმდა, რომ სიკვდილის ჩვენება პროფესიონალიზმი აღარ არის. მედია თუ გქვიათ, ეგეც საკითხავია... „მთავარი არხი", სირცხვილია...“, - წერს მარიკა ბაკურაძე.
შეგახსენებთ, რომ ასურეთთან საჰაერო ბურთის ელექტროგადამცემ ხაზებთან შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. საჰაერო ბურთი დღეს გამთენიისას, ფოთიდან დაიძრა და კახეთში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ, სავარაუდოდ, ამინდის გაუარესების გამო, მათ მოუწიათ ასურეთში დაესვათ საფრენი მოწყობილობა, რა დროსაც ისინი ელექტროგადამცემ ხაზებს დაეჯახნენ. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები არიან ტელეკომპანია „იმედის" ოპერატორი, მიშო ბიძინაშვილი, კომპანია "სქაი თრეველ გრუფის" დამფუძნებელი და დირექტორი, რევაზ უთურგაური და პოლონელი კინორეჟისორი და სცენარისტი კშიშტოფ ზააპარტი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მადლობა რომ ჩემი მეგობრის სიკვდილი ექსკლუზიურად მაყურებინეთ...“ - ჟურნალისტი
⭕„სამძიმარს ვუცხადებ დიდი კომპოზიტორის ოჯახს და სრულიად კულტურის სფეროს...“ - ბიძინა ივანიშვილი