დღეს, 7 თებერვალს სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა.
ტრაგედიის ამსახველი კადრები, კი პირდაპირ ეთერში არაერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა.
გარდაცვლილი ოპერატორის კოლეგა, ჟურნალისტი მარიამ ოშხნელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მედია საშუალებებს მიმართავს.
„მადლობა რომ ჩემი მეგობრის სიკვდილი ექსკლუზიურად მაყურებინეთ...“, - წერს მარიამ ოშხნელი.
შეგახსენებთ, რომ ასურეთთან საჰაერო ბურთის ელექტროგადამცემ ხაზებთან შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. საჰაერო ბურთი დღეს გამთენიისას, ფოთიდან დაიძრა და კახეთში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ, სავარაუდოდ, ამინდის გაუარესების გამო, მათ მოუწიათ ასურეთში დაესვათ საფრენი მოწყობილობა, რა დროსაც ისინი ელექტროგადამცემ ხაზებს დაეჯახნენ. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები არიან ტელეკომპანია „იმედის" ოპერატორი, მიშო ბიძინაშვილი, კომპანია "სქაი თრეველ გრუფის" დამფუძნებელი და დირექტორი, რევაზ უთურგაური და პოლონელი კინორეჟისორი და სცენარისტი კშიშტოფ ზააპარტი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: