Digest Logo

„სამძიმარს ვუცხადებ დიდი კომპოზიტორის ოჯახს და სრულიად კულტურის სფეროს...“ - ბიძინა ივანიშვილი

1707314640
ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოჩენილი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის და თბილისის საპატიო მოქალაქის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.

ვაჟა აზარაშვილი, თავისი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ქართული საზოგადოების არაერთმა თაობამ შეიყვარა და მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში.

სამძიმარს ვუცხადებ დიდი კომპოზიტორის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად კულტურის სფეროს ამ დანაკარგის გამო“, - წერს ბიძინა ივანიშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕სააკაშვილი გახარიას ადამიანის ბედით ვაჭრობაში ადანაშაულებს - დიდი განხეთქილება „ზურაბიშვილის ფანჩატურში"

⭕🎥 „საუკეთესო დედა და ჩემი პირველი მეგობარია, მას ყველაფერს ვუყვები...“ - როგორი დედაშვილობა აქვთ მარიამ როინიშვილს და ელენე მახარაძეს