Digest Logo

„რა მნიშვნელობა აქვს სიკვდილის მიზეზს? რას გაძლევთ ეს ჭორაობა ვერ ვხვდები, ადამიანი აღარ არის“ - ქეთევან ჯანდიერი ლაშა ბასლანძეზე

1761650866
ლაშა ბასლანძე

27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი გამოეხმაურა:

„ლაშ, ჩემო ოქრო როგორ ხარ? შენ როგორ ხარ ქეთუშ, ჩემო ოქრო?” მართლა ოქროს გულის ადამიანი იყო..

გუშინ ღამე რომ ვნახე პოსტი, დავმუნჯდი.. დავწერე ჩემი ოქროს ადამიანზე გუშინ პოსტი და ემოციურად იმდენად მძიმედ ვიყავი ხალხი რომ მწერდა, მასზე ვწუხვარო ან გარკვევას რომ იწყებდნენ, რით გარდაიცვალა, ვეღარ გავუძელი და წავშალე…

რა მნიშვნელობა აქვს სიკვდილის მიზეზს? რას გაძლევთ ეს ჭორაობა ვერ ვხვდები, ადამიანი აღარ არის.. ნუთუ საკმარისი მიზეზი არ არის ემპათია გაგიჩნდეს? მით უმეტეს ახლობელს არ წერო?

იმის იმედით, რომ ცუდი სიზმარი იქნებოდა ეს ამბავი, შემოვედი აქ და გადაჭრელებულს ვხედავ ფეისბუკს ლაშიკოს ფოტოებით და სიახლით, რომ აღარ არის…

სუნთქვა მეკვრება და ცრემლებს ვერ ვაჩერებ, ძალიან მტკივა…

ამაზეც უნდა ვთქვა.. ეს რაები წავიკითხე..

გასაგებია ის რომ,ყველას - ყველა არ მოეწონება და ეყვარება, მაგრამ სხვის ტრაგედიაზე ასეთი სისასტიკე, სიბინძურე, წარმოუდგენელია,  არაადამიანურია.. აქ არანაირი „იმიტომ რომ” არ არსებობს.. ბიჭი არ გაციებულა და ეს რაები იკადრეს, ნუთუ უფლის საერთოდ არ გეშინიათ? ნუთუ ვინც ხართ ავტორები, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ასაკიანი ხალხი ფოტოებზე, მამაოებთან და სტიქაროსნებთან, „ქვეყნის მომავალი ახალგაზრდა თანა-მედროვენი” და ის ხალხიც გიცანით ვინც ძაღლებს და კატებს ქუჩაში კოცნით, ვინც ყველანაირ ძალადობას გმობთ რომ გკითხონ და ევროპული გეზი გაქვთ ტოლერანტული და ჰუმანური, მართლა არსებობთ ასეთი ველურები და ამ მხეცურ ქცევას ნამდვილად ახალისებთ, არათუ ამართლებთ?

ღმერთო.. უდიდესი ტრაგედიაა ერის.. ერი მომკვდარა თურმე და ვერ შეგვიმჩნევია აქამდე..

მე არ მაინტერესებს ფანატიკური იარლიყები, ფაქტია რომ ადამიანი გარდაიცვალა და ძალიან ახალგაზრდა.. და მე მტკივა ჩემი ახლობლის ეს ამბავი…

ლაშიკო საოცრად გულიანი ადამიანი, სამაგალითო მამა, მოსიყვარულე მეუღლე და უანგარო, უერთგულესი მეგობარი იყო! პირადად ვიცნობდი და უზომოდ მიყვარდა ეს უკეთილესი ბიჭი! მართლა ძალიან დამწყდა გული.. ყველაზე მოულოდნელი იყო ბასლას გარდაცვალების ამბავი ბოლო წლებში ჩემთვის.. ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ მასზე წარსულ დროში ვწერ..

ღმერთო დაამკვიდრებინე ცათა სასუფეველი..

ჩემო კეთილო, გულიანო და კარგო ბიჭო, ეს რა გააკეთე.. ბევრს ვერაფერს ვიტყვი.. უფალმა გააძლიეროს ოჯახი! უდიდესი ტკივილია.. და უფალმა შეუნდოს ყველას, ვინც გარდაცვლილ ადამიანზე უმძიმეს კომენტარებს წერს.. უპატიებელია და უმძიმესი ტვირთია ენერგეტიკულად, ასე არ შეიძლება.. ყველას ჩვენი მოგვეკითხება ეს უნდა ვიცოდეთ..

ჩემო ოქრო.. ლააშ.. ოდესმე ყველა შევხვდებით! ამიტომ, შეხვედრამდე ჩემო ოქრო!  ღმერთს ებარებოდე!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „21-ე ენერგია აქვს ფინანსების ზონაში... რაც არ უნდა მოხდეს ქალბატონები მის გვერდით იქნებიან“ - როგორია გიორგი მამარდაშვილის ბედის მატრიცა?

„ხალხნო, 2 ბავშვს მამა აღარ ჰყავს... რა გეტაკათ, ყველამ 1 სტატუსი ვწეროთ, ჩრდილოეთ კორეავ?“ - თამუნა თანდაშვილი

🎥 „მოიმატებს რაოდენობა, განსაკუთრებით თურქეთში, უფრო საშინელი მიწისძვრაა მოსალოდნელი და გაფრთხილებთ“ - ნათელმხილველი ვიდეომიმართვას ავრცელებს