Digest Logo

„რა საშინელებაა, როცა, ამის მერე, შეტრიალდები და წახვალ...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1755867145
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:

„გიყურებს სამყაროს შემოქმედი,
შენთვის მომკვდარი და გეუბნება:
„- იცი რატომ ხარ ჩემი მოწმე?!
- იმიტომ, რომ დასაბამითგან შენ ჩემთან ხარ,
მე სამყარო ჯერ შექმნილი რომ არ მქონდა - მანამდე გიცნობდი შენ,
მანამდე მიყვარდი შენ.
მე ვიცოდი, რომ შენ შესცოდავდი,
მე ვიცოდი, რომ შენ უღმერთო გარემოში აღიზრდებოდი, უღმერთოდ იცხოვრებდი,
მაგრამ მე ვიცოდი, რომ შენ გადაგარჩენდი,
შენს გულს შევეხებოდი,
შენ ამაზე რეაგირება გექნებოდა, და გამომყვებოდი...“
გესმით, რას გეუბნება ღმერთი?! გალაქტიკების შემოქმედი?!
და როგორ შეიძლება ღმერთს უღალატო, რომელიც ამას გეუბნება?!
გეუბნება - „დასაბამითგან შენ ჩემთან იყავი...“
და ხომ იყავი, მაგრამ, შენ თუ არ გინდა - შეგიძლია წახვიდე,
გესმით?!
და რა საშინელებაა, როცა, ამის მერე, შეტრიალდები და წახვალ...
და წახვალ არა მხოლოდ დეკლარირებულად(და ზოგი, კი, ეგრეც წასულა ეკლესიიდან),
არამედ, აქ რომ ხარ და თან, აქ რომ არ ხარ...
ეს რა კატასტროფაა“, - აღნიშნულია დეკანოზის ოფიციალურ გვერდზე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახს და მეგობრებს“ - ზურა ხაჩიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

⭕თაკო ჩხეიძის ელეგანტური ფოტოები მწვანე კაბაში, რომელიც სოცქსელს იპყრობს

⭕„საქართველოში ხარ საერთოდ!?“ - შორენა ბეგაშვილი ამჯერად თურქეთში მოგზაურობს