ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„რა საცოდავია ადამიანი,
რომელიც იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას
და არ გამოიძიებს ღვთის ნებას,
და არ ცდილობს, ყოველწამიერად,
ყოველწამიერად ღვთის ნებას უერთგულოს...
რა საცოდავია ადამიანი,
რომელიც ცდილობს ეკლესიურ ცხოვრებას,
და თვითნებობს ღვთის წინაშე,
ურჩობს ღვთის წინაშე,
ის ვერ ხვდება, რომ ვითომ გაცოცხლეებული — ისევ მკვდარია,
და ისევ იქ იმყოფება, საიდანაც, თითქოს, გამოვიდა...
ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს,
გარდაცვალებას რომ მივუახლოვდებით,
ჩვენ ვერ გავიმართლებთ თავს, თუ ჩვენი ნებით გვექნება ნაცხოვრები — „იცი რა, მე ხომ მონაზონი არ ვიყავი, და ჩემი ნებით ვცხოვრობდი...“
და შენი ნებით რომ ცხოვრობდი — დაიღუპები,
იმიტომ, რომ შენი ნება იქ არ მიგიყვანს, სადაც ღვთის ნების მყუდრო ნავსაყუიდელია,
იქ მხოლოდ ღვთის ნებასთან თანხვედრაში შენი ყოფიერება მიგუყვანს...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: