ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს, სადაც ჯვრის ტარების მნიშვნელობაზე წერს:
„კითხვა:
რამდენად აუცილებელია ჯვრის ტარება?
პასუხი:
- სად მიუჩინა კაცობრიობამ ადგილი მაცხოვარს?!
- ჯვარზე;
- საიდან გამომიტანა გამამართლებელი განაჩენი - „მამაო, მიუტევე, რამე თუ არ იციან რას აკეთებენ“?
- ჯვრიდან;
- საიდან დამანახა, რომ ძალიან, ძალიან ვუყვარვარ?!
- ჯვრიდან;
- სად გამოჩნდა ჩემი უსინდისობა, რომ საკუთარი თავი დავინახო - ვინ ვარ მე?!
- როცა ღმერთი ჯვარზე ავიყვანე, აქაც ჯვარი...
- სად ჩნდება, რომ მე შემიძლია გავხდე ღმერთის ძმა, სადამდე უნდა ვუერთგულო მას?!
- ჯვარი...
და ეს სია შემიძლია გავაგრძელო და გავაგრძელო...
ა.შ და ა.შ…
და რა, არ გავიკეთო ჯვარი?!
რატომ არ უნდა გავიკეთო?!
ეს ზნეობრივი მხარე და ახლა მისტიკა ნახეთ:
- ჯვარი ჩვენთვის არის ძალა ღმრთისა (კორ 1:23-24);
- ჯვარი არის ქრისტეს ნიშანი(მათე 24:30)
- და ეკლესიის ისტორიული გამოცდილება - ჯვრის როგორ ეშინია ბოროტ ძალას…
დამთავრდა!
კიდევ გამოვიძიოთ?!“, - წერს თეოდორე გიგნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: