ირანი - ისრაელის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე და ორ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვაზე სცემს პასუხს.
მისი თქმით, ეს კონფლიქტი თუ დროულად არ შეჩერდა, ატომურ ელექტროსადგურებზე იერიშის მიტანის მცდელობა იარსებებს და მაღალია ატომის გამოყენების შანსი.
„მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით ორი ყველაზე აქტუალური კითხვა მაქვს პირად შეტყობინებებში და ორივეს ვრცლად მიმოვიხილავ:
I. მაღალია ატომის გამოყენების შანსი?
II. რას ნიშნავს ბოლო ჟამი, იმავე კალი იუგა, როგორც ქრისტიანული ისე ეზოტერული ლიტერატურით?
პირველ კითხვაზე გეტყვით იმას, რომ დიახ, თუ ეს კონფლიქტი დროულად არ შეჩერდა, ატომურ ელექტროსადგურებზე იერიშის მიტანის მცდელობა, ასევე ტაქტიკური ქობინის გამოყენების ალბათობა ნამდვილად იარსებებს.
მოგეხსენებათ, რომ სამხედრო სტრუქტურაში არსებობს ატომური სიხშირის შემცველი ქობინები.
ზოგს შეუძლია სოფლის ხელა მანძილის დაფარვა, ზოგს ქალაქის ფართობის, ქვეყნის და ა.შ.
რაც შეეხება მეორე კითხვას:
თუ ჩვენ სწორ ტრადიციულ ბიბლიურ ანალიზს დავეყრდნობით, რომელიც წმინდა მამებზე და ბიბლიის ცნობილ აპოლოგეტებზეა დაფუძნებული, მაშინ უნდა შევეხოთ ქრისტიანულ ესქატოლოგიას და მასში ნათლად დავინახავთ შემდეგს:
უპირველეს ყოვლისა, ბოლო ჟამი დაწყებულია ქრისტეს განკაცებიდან მოყოლებული მის მეორედ მოსვლამდე!
რამე თუ, როდესაც თვით იოანე ნათლისმცემელი, რომელიც ქრისტეს წინამორბედია, ჭეშმარიტად ამბობდა - მე გნათლავთ წყლით, ხოლო ჩემს შემდეგ ძე კაცისა სულიწმიდით!
ის მკაფიოდ მიუგებდა ქადაგებისას, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი, რომ დარჩენილი იყო დროის ბოლო კვარტალი, ხოლო ორი ათასი წელი, უფლისთვის არს, ვითარცა ორი დღე.
ესქატოლოგიურ ქრონოლოგიას თუ გავყვებით ვნახავთ, რომ ბიბლიურ სცენარში ქრისტე მოდის ადამიანთა გულების გაღვიძებისა და მათი ცოდვების გამოსახსნელად.
ფაქტობრივად, სულიწმიდით ნათლობაც ამას ნიშნავს, რომ ადამიანში სულიწმიდის მოქმედებით პიროვნული ტრანსფორმაცია ხდება.
ასეთი მეტაფიზიკური პროცესი კი ადამიანს კვლავ ღმერთთან აახლოებს და დაკეტილ კარებს უღებს.
სამწუხაროდ, იმ დროში, როდესაც ქრისტე მოევლინა ქვეყანას ებრაელი ერი რომაელთა უღლის ქვეშ იყო მოქცეული.
მოსეს რჯულიდან გამომდინარე და მათივე წმინდა წერილებიდან იცოდნენ, რომ მოვიდოდა მესია, რაც მათ ენაზე იკითხება, როგორც „მეშიახ ან მოშიახ“, ხოლო მოშიახი იქნებოდა მხსნელი ამა სოფლისა.
ქრისტე, რომელიც შევიდა იერუსალიმში ჯვარცმამდე ერთი კვირით ადრე, ხალხი ყვიროდა ,,ოსანა“, მაგრამ რა წამს მან ხალხში სიყვარულზე და მიტევებაზე დაიწყო საუბარი, ზუსტად ის ებრალი ხალხი, რომელსაც კურნავდა, მკვდრებს აღადგენდა, დავრდომილებს აჯანსაღბდა, ბრმებს თვალებს, უხელდა და სხვა ...
ზუსტად ამ ხალხმა მეორე დღეს მისი ჯვარზე გაკვრა მოინდომა სინედრიონთან ერთად! ებრაელების მოშიახი დღემდე ასოცირდება მატერიალურ სიმდიდრესა და ქონებასთან! ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ ოფიციალურ წყაროებში ან მოუსმინოთ რაბინებს „იუთუბიზე“, დარწმუნდებით რომ ასეა.
რა წამს დედამიწაზე მიიწურა თევზების ზოდიაქოს თანავარსკვლავედის ბრუნვის ციკლი, ხოლო ესაა ნიშანი რელიგიის, რწმენის, უპირობო სიყვარულის ... აბა, გადახედეთ, გასულ 2 ათას წელს? შემთხვევით სულ რელიგიური ომები, ფანატიზმი და საღვთო ბრძოლები ხომ არ გვქონდა?
ახლა შევდივართ მერწყულის ეპოქაში და ცხვირწინ მოდის ტექნოლოგიური პროგრესი, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებლობა, პირადი სივრცე ... მაგრამ აქაც ბევრი რამ არასწორად ესმის საზოგადოებას და ვიღებთ უკუ შედეგს. სწორედ ამაზე ამბობდა, წმინდა ბერი გაბრიელი მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, რომ კაცობრიობა იხილავდა მხეცთან ბრძოლას, იქნებოდა ომები, სხვადასხვა სახის პანდემიები და რაც ყველაზე მთავარია სწორი სარწმუნოების გამრუდება!
აი, დღეს რაც ხდება, სახეზეა, ხომ? ვინც ბიბლია წაიკითხა ყველა მქადაგებელი გახდა. წმინდა მამების კომენტარებს არ უსმენენ, შემოსულია უამრავი უაზრო სწავლება და სხვა … მე მქონდა პირადად მისი გამოცხადება 2019 წელს და იმის მერე დავიწყე საუბარი თუ რა სახის განვითარება შესაძლოა მოჰყოლოდა იმ სცენარს, როგორც მიდის დედამიწაზე მოვლენები.
იმავე ძველ სპარსულ წყაროებში არის ცნობები, რომ სპარსეთის მიწისკენ დაიძვრება დასავლეთიდან დიდი ჯარი, ხოლო ომი გახდება უკონტროლო, რაც გამოიწვევს დიდ შეჯახებას დასავლურ და აღმოსავლურ ფენებს შორის.
მეორედ მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ყველა ფსევდოდ გაკეთილშობილდება, მაგრამ გულში ბოროტი და ღვარძლით სავსე მოტივები ექნებათ. დაიწყებენ ბიბლიის გარვცელებას და არასწორად.
იქნება განდგომილება, როგორც საყოველთაო აპოსტასტია, დიდი გასაჭირი, როგორც სულიერი, ისე ეკონომიკური და ამ გაუსაძლის პირობებში ეცდება ბნელი მხარე ცრუ წინასწარმეტყველისა და მესიის აღზევებას.
„ალ - აქსას, იმავე ომარის მეჩეთი“ დაინგრევა და მის ადგილას აშენდება სოლომონის ტაძარი, ხოლო ამ ტაძრის შიგნით იმეფებს ე.წ. მოშიახი, რომელიც დროებითი მმართველი იქნება ერთპოლუსიანი პლანეტის.
რაც შეეხება მეორედ მოსვლას:
მეორედ მოსვლის, სამწუხაროდ, ძალიან ბევრს ეშინია, ეს შიში არის გაუცნობიერებელი, რადგანაც მეორედ მოსვლა ნიშნავს ნუმეროლოგიურად ციფრ რვიანში გადასვლას.
ახლა, რას ნიშნავს ციფრი 8?
თუ დააკვირდებით, ყველა ციფრი, გარდა ნულისა და რვისა, არის ღია, ხოლო 8 არის შეკრული.
ციფრი რვის ზედა ნახევარსფერო სულიერი სამყაროა, ხოლო ქვედა ნახევარსფერო მიწიერ სამყარო.
ციფრი 8 სულიერ და მატერიალურ სამყაროს აერთიანებს! ცნობილი ბიბლიოლოგების თანახმად მეორედ მოსვლის შემდეგ იწყება სამყაროს მე-8 დღე!
მერვე დღე კი უკვდავობის სიმბოლოა, როცა სულიერი კვლავ უბრუნდება ფიზიკურს, ხდება მართალთა გამშვენება, სულიერ-ფიზიკური აღდგომა და მარადიული სიცოცხლე, ოღონდ ახალ სამყაროში! ეს ახალი სამყარო დედამიწა იქნება თუ სხვა სისტემა, ამას ერთად ვნახავთ, მაგრამ ძველი წყობა, მთლიანად წაიშლება, დაინგრევა, გადაიწვება, ისე რომ მისგან აღარაფერი აღარ დარჩება და იქნება ახალი, სადაც აღარ იარსებებს ჭკნობა, კვდომა, ვაება, ავადობა და სხვა ...
ყველა ადამიანი იქნება თანასწორი. ერთი ასაკის, სიმაღლის და ა.შ. თუ დღევანდელ ცხოვრებაში სხეულია სულით დაფარული, მომავალ ცხოვრებაში სული იქნება სხეულით დაფარული.
მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე პირველი მაგალითია იმისა, თუ როგორი იქნება მართალთა სხეული ახალ სამყაროში! ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, ორი პიროვნება, წმინდა ენუქი და წმინდა ილია, კვლავ გამოჩნდებიან და ამხელენ ანტიქრისტეს, რათა გადარჩნენ სულები!
საერთოდ რომ არანაირი ღვაწლი არ ჰქონდეს ადამიანს, თუ ანტიქრისტეს რიგებში არ მოხვდება, ჭეშმარიტად განათდება, ხოლო მხეცთან მდგომს სინანულიც აღარ უშველის. ეს სცენარებია გაწერილია მუსულმანურ ყურანში, სადაც საუბარია ,,დაჯალზე“, როგორც მხეცის პიროვნებაზე და დაახლოებით იმავე ხდება ინდუისტურ რელიგიებში, სადაც ელოდებიან კალკი ავატარს.
წლების წინ, როდესაც ვეძიებდი ინდუისტურ წყაროებს, იქ 2036 წელი იყო სამყაროსთვის, როგორც სრული აპოკალიფსისი, ვერ გეტყვით რა მოტივებზე დაყრდნობით, მაგრამ ყურადღება მკაფიოდ იყო გამახვილებული.
შესაძლოა მაგ წელს რაღაც მძაფრი მოხდეს, ზუსტად თუ რა ერთად ვნახავთ.
აი, ეს პროცესები უძღვის წინ ქრისტეს მეორედ მოსვლას, რაც გაინტერესებდათ. და როგორც წმინდა ბერი გაბრიელი იტყოდა: ,,ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე ვიყო პასუხისმგებელი, ბოლო ჟამია!“
მსგავსი ფიცი მე ცხოვრებაში არ მქონდა გაგონილი, მაგრამ ამ ნათქვამმა მეც და ბევრი სხვაც გააჩუმდა და დააფიქრა.
მე არ მაქვს იმის უფლება, რომ ვინმეს და მით უმეტეს, ამხელა წმინდა ბერს შევეწინააღმდეგო, დანარჩენი მოვლენებს მივყვეთ თითოეული ჩვენგანი და გამოვიტანოთ დასკვნები.
მშვიდობიანი დღე!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სანამ ჩაის პაკეტს გამოიყენებთ დაფიქრდით“: რას ვსვამთ სინამდვილეში? - არუნ ხათრის გაფრთხილება