Digest Logo

Reuters: თურქეთში სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა რაოდენობამ 79-მდე გაიზარდა

1737609558
 თურქეთში სამთო-სათხილამურო კურორტი

თურქეთში, ბოლუს რეგიონში კართალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტზე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. შემთხვევის ადგილი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოინახულა. გამოძიების ფარგლებში, გუშინწინ გაჩენილი ხანძრის საქმის ფარგლებში სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს.

კართალკაიას სათხილამურო კურორტი სტამბოლიდან 270 კილომეტრის მოშორებითაა. სასტუმრო მთის ფერდობთან მდებარეობს, რამაც საგანგებო სამსახურებს ცეცხლის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაცია გაურთულა. სტუმრები ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან თავის დაღწევას ფანჯრებიდან ცდილობდნენ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ესაა ყველაზე ხშირი დილემა ამერიკაში - იცხოვრო ქალაქსა თუ გარეუბანში“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„ცათა სასუფეველში უფრო შეხვალ ადამიანი, ვიდრე სნობურ, ქართულ ბომონდურ საზოგადოებაში“ - რა პრობლემაზე საუბრობს მაკა შალიკაშვილი

„იმედია მესამე მსოფლიო ომის დასაწყისს შეაჩერებს და ამით დიდ სამსახურს გაუწევს ამერიკასა და მსოფლიოსაც“ - ნუკა არველაძე ტრამპზე