Digest Logo

„რამდენი მაქვს სათქმელი, მაგრამ ახლა სიტყვა ვერ იტევს...“ - მანანა მგალობლიშვილს ძმა გარდაეცვალა

1774950912
მანანა მგალობლიშვილი

ექიმ/რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

მას ძმა, ასევე ექიმ-რეპროდუქტოლოგი ვანო მგალობლიშვილი გარდაეცვალა, რომელსაც 2 აპრილს დაკრძალავენ:

„ვანო მგალობლიშვილი გარდაიცვალა, ჩემი ძმა. რამდენი მაქვს სათქმელი, მაგრამ ახლა სიტყვა ვერ იტევს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს.

ვანო მგალობლიშვილის გასვენება - 2 აპრილს ხუთშაბათს ამაღლების ეკლესიიდან 15:00 საათზე (უნივერსიტეტის ქუჩაზე, საბურთალო).

პანაშვიდი მისამართზე: ნუშის ბაღების ქუჩა 46, წყნეთი“, - წერს მანანა მგალობლიშვილი.

ცნობისთვის, ივანე მგალობლიშვილი ასევე გახლდათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი - იყო სრული პროფესორი, ევროპის და აშშ–ის გინეკოლოგთა, რეპროდუქტოლოგთა და ენდოსკოპისტ ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციების წევრი, 50–დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ვარდისფერი ორეული, ცნობილი სახეები და ვარდების ტორტი - როგორ აღნიშნა დალი ჩიტალაძემ დაბადების დღე

„შევდივართ ძალიან მგრძნობიარე და ტურბულენტურ ზონაში, სავსემთვარეობა ყოველთვის აძლიერებს ჩვენს ემოციებს“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი

💰 ფულისა და შინაგანი საყრდენის წერითი პრაქტიკა: საჭიროა შიგნით და საკუთარ ვალდებულებებში წესრიგის შექმნა