გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს - 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით.
ეს არის დრო, როდესაც სივრცე თითქოს ერთდროულად ივსება როგორც დაძაბულობით, ისე შესაძლებლობებით.
ჩვენ შევდივართ ძალიან მგრძნობიარე და ტურბულენტურ ზონაში.
კვირის მთავარი მოვლენა იქნება სავსემთვარეობა, რომელიც 2 აპრილს დაფიქსირდება. როგორც ცნობილია, სავსემთვარეობა ყოველთვის აძლიერებს ჩვენს ემოციებს.
სავსემთვარეობა ვერძი-სასწორის ღერძზე ხდება. მთვარე სასწორის ნიშანში იქნება, რაც ნიშნავს, რომ ემოციური რეაქციების ძირითადი წყარო ურთიერთობები გახდება.
ეს არის კულმინაციის წერტილი, როდესაც წინა პლანზე გამოდის სამართლიანობის, შეთანხმებებისა და წონასწორობის საკითხები.
ყველაფერი, რაც ჩვენს ურთიერთობებში არასტაბილური იყო, ან ახალ დონეზე გადავა და განმტკიცდება, ან საბოლოოდ დასრულდება. მთელი კვირის მოვლენები სწორედ ურთიერთობებისა და პარტნიორობის თემის ირგვლივ იტრიალებს და დიდი ალბათობით, ეს მშვიდი პერიოდი არ იქნება, არამედ ხმამაღალი განცხადებების, რეზონანსული მოვლენებისა და გარკვეული კულმინაციების დრო, როგორც პირად, ისე საქმიანი პარტნიორობის სფეროში.
ეს სავსემთვარეობა ჰარმონიის პოვნის აუცილებლობაზე მიუთითებს. ზოგჯერ ეს პროცესი კრიზისის გავლით მიმდინარეობს, რადგან ასპექტები დაძაბულია. განსაკუთრებით ძლიერდება ავტორიტეტისთვის, აღიარებისთვის და საკუთარი ხმის გაგონების უფლებისთვის ბრძოლის თემა.
დაძაბულობა სავსემთვარეობის ღერძსა და იუპიტერს შორის კირჩხიბში მიუთითებს ამბიციების გადაჭარბებაზე - სურვილზე ავიღოთ იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად შეგვიძლია შევინარჩუნოთ. ეს კონფიგურაცია მთელი კვირის განმავლობაში ქმნის შინაგან განცდას, რომ მეტი გვინდა, მეტი შეგვიძლია და აუცილებლად ახლა უნდა მივაღწიოთ ამას.
ამიტომ ბევრი შეიძლება აღმოჩნდეს საკუთარი ძალების გადაჭარბების რისკის ქვეშ– ჩაერთოს ავანტიურაში, გასცეს რთულად შესასრულებელი დაპირებები ან შევიდეს კონფლიქტში უფრო ძლიერ და გავლენიან პირებთან.
კვირის მთავარი რეკომენდაციაა - არ შეიქმნათ ჭარბი მოლოდინები ხელოვნურად და ნუ შეხვალთ ბრძოლაში მხოლოდ ბრძოლის გამო.
არ ღირს იმაზე მეტით გარისკვა, ვიდრე მზად ხართ დაკარგოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელია შედეგების კარგად გააზრება და იმის გათვალისწინება, რომ ამ პერიოდში იზრდება ავანტიურაში ჩართვის რისკი.
ეს დაძაბულობა მკვეთრად გამოვლინდება გლობალურ დონეზეც, რადგან იუპიტერი სოციალური პლანეტაა. დიდი ალბათობით, ვიხილავთ პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის გამწვავებას. მოვისმენთ ხმამაღალ განცხადებებს, ვნახავთ მკვეთრ გადაწყვეტილებებს, ზეწოლის მცდელობებსა და საზოგადოებრივ უკმაყოფილებას, რომელიც ზედაპირზე ამოვა. ეს არის დრო, როდესაც მცირე ნაპერწკალმაც კი შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გააღვივოს.
სავსემთვარეობის ღერძსა და იუპიტერს შორის დაძაბულობის გარდა, მოქმედებაშია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი- კვადრატი პლუტონსა და ვენერას შორის. ეს ასპექტი აძლიერებს ყველაფერს, რაც უკავშირდება გრძნობებს, ღირებულებებსა და ფინანსებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სავსემთვარეობა ურთიერთობების თემას წინა პლანზე აყენებს, ხოლო ვენერასა და პლუტონს შორის დაძაბულობამ შეიძლება გამოიწვიოს ძველი კონფლიქტების გამწვავება - აფეთქება იქ, სადაც უკმაყოფილება დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა.
პლუტონ-ვენერას ურთიერთქმედება ასევე ამწვავებს ფინანსურ თემებს. გაითვალისწინეთ, რომ მომავალი კვირის გამოწვევა უფრო ფინანსების შენარჩუნებაა. უმჯობესია თავი შეიკავოთ მსხვილი შესყიდვებისგან, სესხებისგან და ინვესტიციებისგან.
ასევე რეკომენდებულია უარი თქვათ იმიჯის მკვეთრ ცვლილებაზე და სერიოზულ ჩარევებზე გარეგნობაში, რადგან ვენერა არა მხოლოდ სიყვარულისა და ურთიერთობების, არამედ სილამაზის პლანეტაცაა. როდესაც ის პლუტონის ძლიერ ზეწოლაშია, ჰარმონია ირღვევა როგორც პარტნიორულ ურთიერთობებში, ასევე ფინანსურ საკითხებსა და გარეგნობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში.
იკითხავთ: თუ ურთიერთობებისა და ფინანსების მხრივ კვირა საკმაოდ რთულია და ტრანსფორმაციული პროცესებით სავსე, რა გვიჭერს მხარს?
ამ შემთხვევაში კომპენსატორულ ენერგიას ქმნის ჰარმონიული ასპექტი მერკურსა და იუპიტერს შორის, რაც ნიშნავს, რომ ინტელექტუალური აქტივობა მაღალ დონეზე იქნება.
მთელი კვირის განმავლობაში ხელსაყრელია განათლებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ჰორიზონტების გაფართოება.
ასევე მხარდაჭერილია მოგზაურობების თემა. მერკურსა და იუპიტერს შორის ჰარმონია ნამდვილი საჩუქარია – ეს არის ცოდნის, იდეების, ინფორმაციისა და ცნობიერების ასპექტი.
ის დაგვეხმარება მნიშვნელოვანი პერსპექტივის დანახვაში, საჭირო სიტყვების პოვნაში, საჭირო ადამიანებთან შეხვედრაში, მხარდაჭერისა და მინიშნებების მიღებაში.
გარდა ამისა, კვირის მეორე ნახევარში წარმოიქმნება კიდევ ერთი ძლიერი ენერგია – მარსისა და ურანის ჰარმონიული ასპექტი.
ეს არის რადიკალური წინსვლის ასპექტი, რომელიც გვანიჭებს გამბედაობას, გავცდეთ ჩარჩოებს და გვიმაღლებს ცვლილებებისთვის მზადყოფნას.
ამავე დროს შეიძლება გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები, რომ დავიწყოთ რაღაც სრულიად ახალი. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ურანი შანსებს არ აძლევს მათ, ვისაც ეშინია -ის კარს უხსნის მათ, ვინც მზად არის ცვლილებებისთვის.
ეს ასპექტი ასევე დაგეხმარებათ თქვენი იდეების განხორციელებაში. ამრიგად, კვირის მეორე ნახევარი გვაძლევს ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვან შანსებს. ასე, რომ, მეგობრებო, ეცადეთ იცხოვროთ სამყაროს რითმებთან ჰარმონიაში, გაითვალისწინეთ გამოწვევები და გამოიყენეთ ზრდის შესაძლებლობები.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ექსპერტიზაზე ჰყავთ, დილით საწოლში იპოვეს...“ - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა